ქართველ მორაგბეთა ბურთი 1 100 ლარად გაიყიდა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბურთი, რომლითაც საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა მატჩი ჩაატარეს, აუქციონზე გაიყიდა.
აუქციონი საგამოფენო ცენტრ "მუზაში" მოეწყო. ბურთის საწყისი ფასი 100 ლარი იყო, თუმცა, საბოლოოდ ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელმა 1 100 ლარად შეიძინა. 

აუქციონის ფარგლებში გაიყიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებიც, მათ შორის მამუკა გორგოძის მაისური 3 000 ლარად, ხოლო ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსელიძის მაისური - 2 100 ლარად. აუქციონზე გამოტანილი იყო მორაგბეთა ჰალსტუხებიც.

საერთო ჯამში გაყიდული ნივთებიდან აუქციონზე შემოსულმა თანხამ 10 000 ლარზე მეტი შეადგინა. თანხა ერთ-ერთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს
გადაეცემა.

17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხა და საპრემიო ქულა მოიპოვა. ქართველებმა რუს მორაგბეებს ექვსი უპასუხო ლელო დაუდეს.

palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ ის ჰალსტუხიც გამოგეტანათ აუქციო-ნზე მავანმა რომ დაღეჭა გორში.
ბანდერა
21:44 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული