უელსი XV-საქართველო A 32:36 - ქართველ მორაგბეთა მეორე გამარჯვება ბრიტანეთში

AutoSharing Option
საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანულ ტურნეში მეორე შეხვედრა მოიგო. ამჯერად მეტოქე ინგლისურ "ეშერზე" ბევრად ძლიერი გვყავდა, მაგრამ უელსის კლუბების ნაკრების ძლევა ჩვენმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს - 36:32, თანაც ისე, რომ მასპინძლებს ხუთი ლელო გაუტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი მიიღეს.

პირველი ტაიმის 25-ე წუთისთვის ჩვენმა მორაგბეებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 14:12-ს იგებდნენ. ლელოები პირველხაზელმა შალვა მამუკაშვილმა და მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ მიითვალეს. ორივეჯერ ფულბეკმა საბა ნიკოლავამ გარდასახა.

სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები ხშირად ჯარიმდებოდნენ. მასპინძლებმა 28-ე წუთზე მეხუთე საჯარიმო გაგვიტანეს და ანგარიშში დაწინაურდნენ -
15:14.

პირველი ნახევრის დასკვნით ათ წუთში კაცნაკლულმა მოგვიწია თამაში. ჩხუბისთვის მოედნიდან ათი წუთით პირველხაზელი გიორგი მენაბდიშვილი გააძევეს. რიცხობრივი უპირატესობით უელსელებმა ისარგებლეს და ლელო გაგვიტანეს. მათ არც გარდასახვა გასჭირვებიათ - 22:14.

ტაიმის მიწურულს ჩვენმა მორაგბეებმა მაინც იძალეს და უელსის კლუბების ნაკრები ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ მესამედ დაალელოვა, ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 21:22. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესევენების შემდეგ უელსელებმა მალევე კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანეს და ანგარიშში ოთხი ქულით დაწინაურდნენ - 25:21.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას მთლიანად საქართველოს A ნაკრები დაეუფლა და ზედიზედ ორი ლელოს გატანა შეძლო. თავი შუამარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ და შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა ჯაბა კიკვიძემ გამოიჩინეს. ნიკოლავამ მხოლოდ ერთი გარდასახა - 33:25.

მატჩის დასრულებას ექვსი წუთი აკლდა, როცა უელსელებმა მეორე ლელო გაგვიტანეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 32:33. ორიოდ წუთში კი ნიკოლავამ საჯარიმო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 36:32.

შეგახსენებთ, რომ გუნდთან ერთად ტურნეში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს A ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ უელსის ნაკრებთან გამართავს.

27 მარტი

უელსი XV-საქართველო A 32:36
უელსი XV: 15. გრენტ ოდრისკოლი, 14. რიჩარდ კარტერი, 13. მეთიუ ჯაკობსი, 12. სკოტ ვილიამსი, 11. ლი რისი, 10. სტივენ ჯოუნზი, 9. დევიდ პრიტჩარდი. 1. მორგან ალენი, 2. ჯეიმს დევისი, 3. ბენ ტომასი, 4. ჰედენ პიუ, 5. ადამ პაუელი, 6. მარკ ჯოუნზი, 7. გევინ პრაისი, 8. რიჩარდ კორნოკი.
16. ენდრიუ ბრაუნი, 17. ვილ ტეილორი, 18. რაიან ჰარფორდი, 19. სემ კაილი, 20. კრის დევისი, 21. ჯიმი დევისი, 22. ჯეისონ ჰარისი,
საქართველო A: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. გიორგი ჯიმშელაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ირაკლი გეგენავა, 9. გიორგი კაჭარავა. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მენაბდიშვილი, 4. მიხეილ გაჩეჩილაძე, 5. დავით ჩიტიძე, 6. ბექა ბიწაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ტყეშელიაძე.
16. ბექა მეკოკიშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. ჯაბა კიკვიძე, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. ალექსანდრე ნიჟარაძე, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ბექა ურჯუკაშვილი.
5ლ: მამუკაშვილი, ჩიტიძე, კაჭარავა, ჩხიკვაძე. კიკვიძე.

21 მარტი
საქართველო A-ეშერი 25:8 (იხილეთ ვრცლად)

31 მარტი
საქართველო A-ჩრ.უელსი XV

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ბრმებმა უნდა დაინახონ, რომ 4უენ მეტი სეგუიცლია! დრო უნდა კუელაპერს და იქამდეც მივალტ!!!
koba
00:11 29-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული