ქართველი მორაგბეები უკვე ინგლისელებს ინგლისში უგებენ

AutoSharing Option
ეშერი-საქართველო A 8:25
საქართველო A: 15. ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), 14. ალექსანდრე ნიჟარაძე (ჰართფური), 13. ზურაბ ძნელაძე (აია), 12. ირაკლი ჩხიკვაძე (არმია), 11. ლექსო გუგავა (ლელო), 10. გიორგი ჯიმშელაძე (არმია), 9. ბიძინა სამხარაძე (არმია). 1. ირაკლი მირცხულავა (ტარბი), 2. შალვა მამუკაშვილი (არმია), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. დავით ჩიტიძე (არმია), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), 6. ბექა ბიწაძე (არმია), 7. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 8. გიორგი ტყეშელიაძე (ჰართფური).
16. ბექა მეკოკიშვილი (არმია), 17. გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), 18. ლაშა თავართქილაძე
(არმია), 19. გიორგი თხილაიშვილი (არმია), 20. გიორგი კაჭარავა (ლელო), 21. გიგა გაგოშვილი (არმია), 22. ირაკლი გეგენავა (ლელო).

5ლ: ბიწაძე, ჩხიკვაძე, ჩიტიძე, თხილაიშვილი, გეგენავა

სინბინი: ნიჟარაძე, მამუკაშვილი.

გაძევება: მიქაუტაძე.

საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანულ ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე "ეშერი" იყო და 25:8 დავამარცხეთ.

ჩვენს ნაკრებს თამაში დასაწყისში არ წაუვიდათ. გუნდი ამ შემადგენლობით პირველად თამაშობდა და რგოლებს შორის ურთიერთგაგებას დრო დასჭირდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ ადგილობრივმა არბიტრმა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა შტაბის საერთო აღიარებით, ძალიან ცუდად იმსაჯა.

თავად განსაჯეთ, რეფერიმ პირველ ტაიმში, მე-17 წუთზე, ჯერ შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი გაასინბინა, მერე კი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე, გარემარბ სანდრო ნიჟარაძეს უჩვენა ყვითელი ბარათი. მიუხედავად ამისა, საქართველოს A ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი 10:8 მოიგო.

ლელოების ანგარიში ჩვენს გუნდში მე-8 წუთზე ფლანკერმა ბექა ბიწაძემ გახსნა. ჩვენმა გუნდმა მეტოქის ჩათვლის მოედანში მეორედ 19 წუთის შემდეგ შეაღწია. "ეშერის" დაცვის ხაზი გარემარბმა ლექსო გუგავამ გაჭრა და შეტევაში მესამეხაზელი გივი ბერიშვილი ჩართო. ინგლისელებმა მისი შებოჭვა შეძლეს, წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გამოიტანა და ლელო შუამარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ მიითვალა. გარდასახვა ორივეჯერ ფულბეკ ბექა ურჯუკაშვილს გაუცუდდა - 10:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ორი წუთი არ იყო გასული, როცა მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ მესამე ლელო გაიტანა 15:8. შვიდი წუთის შემდეგ კი მოედანზე ჩხუბი ატყდა. მეტოქემ შერკინების ბურჯს, ლევან ჩილაჩავას ჩაარტყა. მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ინგლისელს ხურდა დაუბრუნა, ოღონდ ისე, რომ მოედნიდან გასატანი შეიქნა. ცხადია, მსაჯმა მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის ბოლომდე საქართველოს A ნაკრები კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ბიჭებისთვის კიდევ ორი ლელოს გატანაში. თავი ამჯერად შეცვლაზე შესულებმა მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა და გარემარბმა ირაკლი გეგენავამ გამოიჩინეს. სამწუხაროდ, მგეზავმა გიორგი ჯიმშელაძემ ვერცერთი გარდასახა - 25:8.

მატჩის მიწურულს გიორგიმ ნეკნი იტკინა და მისი ადგილი გეგენავამ დაიკავა. ხუთი ლელო, ცხადია, კარგია; მით უფრო, რომ თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. ცუდია, რომ ფეხით თამაში არ წაგვივიდა. ვერგატანილი ხუთი გარდასახვა და რამდენიმე საჯარიმო დიდი მინუსია.

ერთი საგულისხმო დეტალიც: ხუთი ლელოდან ოთხი საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" მორაგბეების ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებს თან ახლავს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს A ნაკრები 27 მარტს, უელსის კლუბების ნაკრებთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეშერი ინგლისის პრემიერშიპის (უმაღლესი დივიზიონი) კი არა, ჩემპიონშიპის (რანგით II დივიზიონი) უსუსტესი გუნდია
Jamel-ს
12:42 28-03-2012
0
მიუხედავად იმისა რომ სტატია გაზვიატებულია ნიკაც ა**აკებს.
ინგლისის პრემიერშიპი პროფესიონალური ჩემპიონატია. არანაირი ნახევრად პროფესიონალები.
ეშერი მათში ყველაზე სუსტი გუნდია..
jamel
03:26 24-03-2012
0

სიახლეები პოპულარული