პირველ მატჩში საქართველოს A ნაკრებმა ინგლისური პრემიერშიფის გუნდი "ეშერი" დაამარცხა 25:8. მერე კი გაცილებით ძლიერ მეტოქეს, უელსის კლუბების ნაკრებს მოუგო - 36:32.
აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში ჩვენმა მორაგბეებმა ხუთ-ხუთი ლელო გაიტანეს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ამსთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ სინბინის გარდა ერთ მორაგბეს, მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენეს. ის ექვსკვირიანი დსიკვალიფიკაციით დასაჯეს.
საქართველო A
პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).
#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).
#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).
#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).
21 მარტი
საქართველო A-ეიშერი 25:8
27 მარტი
საქართველო A-უელსი XV 36:32
31 მარტი
საქართველო A-ჩრ.უელსი XV
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"