საქართველო A - ტურნე ინგლისსა და უელსში: სამიდან სამი მოგება და ცამეტი ლელო

AutoSharing Option
ჩრ.უელსი-საქართველო A 17:25
საქართველო A: 15. საბა ნიკოლავა, 14. ირაკლი გეგენავა, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. გიორგი ჯიმშელაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. გიორგი კაჭარავა, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. ბექა მეკოკიშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. დავით ჩიტიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ტყეშელიაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. გიორგი მენაბდიშვილი, 18. ჯაბა კიკვიძე, 19. მიხეილ გაჩეჩილაძე, 20. ალექსანდრე ნიჟარაძე, 21. გიგა გაგოშვილი, 22. ზურაბ ძნელაძე.

საქართველოს A ნაკრები ბრიტანული ტურნედან დაუმარცხებელი დაბრუნდა. ჩვენმა მორაგბეებმა
სამი შეხვედრიდან სამივე მოიგეს. ბოლო მატჩში მეტოქე ჩრდილოეთ უელსის ნაკრები იყო, რომელსაც საქართველოს A ნაკრებმა 25:17 სძლია.

უელსის კლუბების ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ვარჯიშისას დაშავდა ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე, რომლის ნაცვლად უელსში საგანგებოდ ჩასულმა გიორგი ბეგაძემ ითამაშა.

მგეზავის პოზიციაზე მოუწია თამაში "ლელოს" ცხრა ნომერს გიორგი კაჭარავას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ბრიტანეთში ნომინალური მგეზავის გარეშე ითამაშა. არადა, ამ პოზიციაზე გუნდის მწვრთნელები სამ მორაგბეს მოიაზრებდნენ - ლაშა მალაღურაძე და ბექა წიკლაური გუნდებმა არ გამოუშვეს, გიორგი ჭინჭარაულს კი ექიმებმა არ მისცეს თამაშის უფლება.

წინა შეხვედრაში მგეზავად მოთამაშე ირაკლი გეგენავამ ისევ თავის ჩვეულ პოზიციაზე, ფრთაზე დაიკავა ადგილი. ცვლილებები განხორციელდა შერკინებაშიც. ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ბექა მეკოკიშვილმა, ლევან ჩილაჩავამ და გიორგი თხილაიშვილმა.

ანგარიში მატჩის დასაწყისშივე ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს საჯარიმოთი - 3:0, თუმცა მასპინძლებმა, რომლებსაც ბოლო შანსი ჰქონდათ ბრიტანელების პრესტიჟი დაეცვათ, მალე ლელო გაგვიტანეს და 7:3 დაწინაურდნენ.

ქართველ მორაგბეებს დიდხანს არ დაუყოვნებიათ და შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ლელოთი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დააწინაურა თავისიანები. მოვლენები, ფაქტობრივად, ისე განვითარდა, რომ ჩვენმა ნაკრებმა საქმე პირველივე ტაიმში მოათავა. საქართველოს A ნაკრებმა 27-ე და 32-ე წუთებზე ორი უპასუხო ლელო მიითვალა და პირველი ტაიმი თხუთმეტქულიანი სხვაობით მოიგო - 22:7.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თითო საჯარიმო, ლელო და გარდასახვა უწიეს მიზანს, რაზეც ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 25:17.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს A ნაკრებმა ტურნეში, სამ მატჩში 13 ლელო გაიტანა, რაც თავისთავად შესანიშნავი შედეგია. გუნდს ბრიტანეთში თან ახლდნენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი. მათი იქ ყოფნის მიზანი ეროვნული გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა იყო.

21 მარტი
საქართველო A-ეშერი 25:8

27 მარტი
საქართველო A-უელსი XV 36:32

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული