მანამდე კი ერთა თასის გათამაშების მოსაგებად "ბორჯღალოსნებს" უკრაინასთან ნებისმიერი ანგარიშით მოგება სჭირდება, ვინაიდან ჩვენმა კონკურენტმა, ესპანეთის ნაკრებმა, შაბათს მოსკოვში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 37:41 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასეთი მცირე სხვაობის მიუხედავად, უპირატესობას მატჩის უმეტეს დროს რუსები ფლობდნენ. პირველი ტაიმი მათ 15 ქულის სხვაობით, 21:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო უმატეს თამაშის ტემპს
მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულა შემატეს მონაგარს, მაშინ, როცა ესპანელებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს. შედეგად, მარცხის მიუხედავად, "ლომებმა" ორი პრემიალური ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში დღესდღეობით პირველ ადგილზე არიან.
ცხადია, საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა ძლევა არ გაუჭირდება, რაც პირინეელებს მეორე საფეხურზე დააქვეითებს. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელების მიერ ნაჩვენები ეს შედეგი "ლომებისთვის" უდავოდ დიდი წარმატებაა, რადგან ბოლო წლებში ისინი ოთხეულშიც ვერ ხვდებოდნენ.
ამრიგად, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, ინგლისში გასამგზავრებელი საგზურის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება.
რუსებთან მატჩში ესპანელთა რიგებში ითამაშა ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯმა დავით გურგენიძემ.
მასპინძელთა გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა ვალერი ცნობილაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 9 ივნისს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.
რუსეთი-ესპანეთი 41:37
რუსეთი (15-9) კლუჩნიკოვი, არტემევი, ტრიშინი, მაკოვეცკი, ოსტროუშკო, კუშნარიოვი, შაკიროვი (რიაბოვი 76). (1-8) ვოლკოვი (პოპოვი 69), კორშუნოვი, იგრეცოვი, ანტონოვი (ვოიტოვი 60), კულემინი, ტემნოვი (გარბუზოვი 62), ფატახოვი, გრესევი.
სინბინი: ოსტროუშკო
4ლ: არტემევი (2), ანტონოვი, ოსტროუშკო. 5ს,3გ: კუშნარიოვი.
ესპანეთი (15-9) პელუკონი, ასკარატი, გარსია (ნავა 50), ბლანკო, ლაბადია, მალი (სანჩესი 47) აისტერანი. (1-8) ლაბე (ფიპსი 54), როფე, გურგენიძე, პარკერი (ხატჩისონი 60), ლაიონი, გერერო, ბარერა. როხა.
4ლ: ასკარატი (2), ლაბადია, ბლანკო. 4გ,3ს: პელუკონი.
მსაჯი: ენდრიუ მოლი (ინგლისი).
2012 წელი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16
2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16
3. საქართველო 4 3 0 1 +70 15
4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5
ორი წლის ჯამი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 9 8 0 1 +203 37
2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32
3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26
4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25
5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5
ერთა თასი. 9 ივნისი
საქართველო-უკრაინა
უკრაინას ნებისმიერი ანგარიშით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"