საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიაზე მერვე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის წლევანდელი გრანპრის სერიის პირველ ეტაპზე შვიდი მატჩი გამართა, ორი მოიგო, ხუთი წააგო და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს. B ჯგუფის პირველივე მატჩში ჩვენმა მორაგბეებმა ჰოლანდიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს - 24:21. მომდევნო შეხვედრაში კი ბევრად უფრო იოლად უკრაინელები დაამარცხეს - 19:5.

ამის შემდეგ საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ზედიზედ ხუთი თამაში წააგო. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მესამე და მეოთხე შეხვედრა მშრალად დათმო ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებთან, შესაბამისად, 0:21 და 0:34. ბოლო მატჩში
კი, მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, საქართველოს ნაკრები მაინც დამარცხდა - 7:14.

შედეგად, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ბრძოლა ფარისთვის, ანუ მეხუთე ადგილისთვის განაგრძო.

აქ ნახევარფინალში მეტოქედ რუსეთის ნაკრები გვერგო. ლიონში ამ დროს კოკისპირულად წვიმდა და მორაგბეებს ფეხი მალიმალ უცურავდათ. ერთი სიტყვით, ქართველი მეშვიდკაცეები რუსებთანაც ვერას გახდნენ და 0:12 დამარცხდნენ.

ამის მერე სამიზნე მეშვიდე ადგილი იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს, მასპინძელთა გუნდს პირველი ტაიმის დასაწყისშივე ლელო გაუტანა. მეტოქის შეცდომით ალექსანდრე თოდუამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, გიორგი მახარაშვილმა გარდასახა - 7:0.

ფრანგებმა ტაიმის მიწურულს მაინც შეძლეს ლელოს გატანა - 5:7. ასე მოიგო პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა.

შესვენების შემდეგ ფრანგები უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს - 12:7.

თამაშის დასრულებას ერთი წუთი აკლდა, როცა ალექსანდრე თოდუას ფლანგურ გარღვევას მახარაშვილის ლელო მოჰყვა. სამწუხაროდ, მანვე გარდასახვა ვერ გაიტანა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 12:12 დასრულდა.

დამატებით დროში არბიტრმა მოედნიდან დიმიტრი გოგოლაძე გაასინბინა და კაცნაკლულმა ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლეს. ფრანგებმა მატჩი 19:12 მოიგეს და საბოლოოდ მე-8 ადგილს დაგვაჯერეს.

ტურნირი კი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში პორტუგალიელებს სძლია - 26:7.

A ჯგუფი
საფრანგეთი-გერმანია 31:14, რუსეთი-იტალია 22:12, პორტუგალია-უელსი 26:12, იტალია-გერმანია 7:0, საფრანგეთი-უელსი 17:28, პორტუგალია-რუსეთი 21:12, უელსი-გერმანია 38:21, პორტუგალია-იტალია 21:10, რუსეთი-საფრანგეთი 17:7, იტალია-უელსი 12:19, რუსეთი-გერმანია 24:21, პორტუგალია-საფრანგეთი 0:31, რუსეთი-უელსი 14:14, საფრანგეთი-იტალია 15:0, პორტუგალია-გერმანია 12:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. პორტუგალია - 13 ქულა, 2. უელსი - 12, 3. რუსეთი - 12, 4. საფრანგეთი - 11, 5. იტალია - 7, 6. გერმანია - 5.

B ჯგუფი
საქართველო-ჰოლანდია 24:21, ესპანეთი-შოტლანდია 20:7, ინგლისი-უკრაინა 26:0, შოტლანდია-ჰოლანდია 19:17, საქართველო-უკრაინა 19:5, ინგლისი-ესპანეთი 46:0, უკრაინა-ჰოლანდია 7:14, ინგლისი-შოტლანდია 31:19, ესპანეთი-საქართველო 21:0, შოტლანდია-უკრაინა 38:12, ესპანეთი-ჰოლანდია 36:5, ინგლისი-საქართველო 34:0, ესპანეთი-უკრაინა 10:14, საქართველო-შოტლანდია 7:14, ინგლისი-ჰოლანდია 35:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 15 ქულა, 2. ესპანეთი - 11, 3. შოტლანდია - 11, 4. საქართველო - 9, 5. ჰოლანდია - 7, 6. უკრაინა - 7.

IX ადგილისთვის
ნახევარფინალი
იტალია-უკრაინა 14:5, გერმანია-ჰოლანდია 12:24

V ადგილისთვის
საქართველო-რუსეთი 0:12, საფრანგეთი-შოტლანდია 12:21

I ადგილისთვის
ნახევარფინალი
პორტუგალია-ესპანეთი 12:7, უელსი-ინგლისი 10:24

XI ადგილისთვის
უკრაინა-გერმანია 7:19

IX ადგილისთვის
იტალია-ჰოლანდია 14:21

VII ადგილისთვის
საქართველო-საფრანგეთი 12:19

V ადგილისთვის
რუსეთი-შოტლანდია 19:7

III ადგილისთვის
უელსი-ესპანეთი 12:17

ფინალი
ინგლისი-პორტუგალია

საბოლოო მდგომარეობა
3. ესპანეთი, 4. უელსი, 5. რუსეთი, 6. შოტლანდია, 7. საფრანგეთი, 8. საქართველო, 9. ჰოლანდია, 10. იტალია, 11. გერმანია, 12. უკრაინა.

საქართველოს ნაკრები
გიორგი ფრუიძე, შალვა მახარაშვილი, დავით მაკაროვი, ბიძინა სამხარაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კალმახელიძე, დიმიტრი გოგოლაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე, მერაბ კვირიკაშვილი.

ლიონის შვიდკაცაზე მერვე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული