ქართველი მორაგბე რუმინეთის ნაკრებშიც გამოჩნდა

AutoSharing Option
ქართველი მორაგბეების რაოდენობა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში ასპარეზობენ, წელს კიდევ ერთით გაიზარდა. ვის და, რუმინეთის ნაკრებს თუ შერკინებაში ასე გაუჭირდებოდა, ძნელად შეიძლებოდა, ვინმეს ეფიქრა.

ახლახან რუმინეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მუხის ფოთლების" რიგებში IRB-ის ერთა თასზე საასპარეზოდ შერკინების ქართველი კვაჭი ოთარ ტურაშვილი მიიწვიეს.

ეს მორაგბე თბილისის "უნივერსიტეტის" აღზრდილია. სანამ რუმინულ კონსტანცას "ფარულში" გადაბარგდებოდა, თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა.

წლეულს ტურაშვილმა კონსტანცაც დატოვა და ფინანსურად მოღონიერებული "ტიმიშოარას" კვართი მოირგო. რუმინეთის ჩემპიონატის განვლილი ტურის მატჩში ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ჩვენებური
რუმინეთში სამ წელიწადზე მეტია, ასპარეზობს და მოქალაქეობას თუ მისცემენ, ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლებაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები, პორტუგალიის გარდა, ერთა თასის გათამაშების ყველა გუნდში (რუსეთი, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა) ასპარეზობენ. ამათ გარდა, ჩვენებურების ხილვა საბერძნეთის, ბელგიის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიისა და ანდორის ნაკრებებშიც შეიძლება.

IRB-ის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან, რუმინელთა გარდა, რუსები და პორტუგალიელებიც იასპარეზებენ.

ამ ტურნირის პირველი ტურის მატჩები დღეს შედგება. "მუხის ფოთლებს" წამყვანი მორაგბეები: მიჰაიტა ლაზარი, ოვიდიუ ტონიცა, პაულიკა იონი, ვალენტინ ურსაკე დანუც დუმბრავა და კატალინ ნიკოლაე დააკლდებათ.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვლად ბადალიჩესკუ, მიჰაი ადასკალიტეი, ფლავიუს დობრე (სამივე-დინამო), ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი (ორივე-ბაია მარე), ოთარ ტურაშვილი, მარიან კაპატანა (ორივე-ტიმიშოარა)
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (უგუნდო), ალინ კოსტე (ექსი), დრინ ლაზარი (ტიმიშოარა), მარისუ სირბე (ტარბი).
მესამე ხაზი: მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე)., ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო, ვასილი რუსი (ორვე-ტიმიშოარა), კოზმინ რატიუ (დინამო), სერგიუ ურსაკე (უდინე).
#9 ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი).
#10: დორინ მანოლე (ორტეზი), იონუც მაზარე (არადი), იონუც ფლორეა (ბუქარესტი).
#12-13: კრისტიან დინისი, ჩაბა გალი (ორივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა (ფარული).
#11-14: დანიელ სტატულესკუ (დინამო), კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), მიჰაი როსკა (სტიაუა), იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე).
#15: იულიან დუმიტრაში (ლურდი), იონიც ნიაკსუ (ბაია მარე).

IRB-ის ერთა თასი
A ჯგუფი: რუმინეთი, პორტუგალია, რუსეთი
B ჯგუფი: არგენტინა A, იტალია A, ურუგვაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული