ტესტებისთვის ნაკრებში გია ლაბაძე დააბრუნეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტებზე ორ მატჩს გამართავენ აშშ-ისა და კანადის ეროვნულ გუნდებთან. "უმცროს ბორჯღალოსნებს" კი სოლტ ლეიკ სიტიში მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე მოუწევს ასპარეზობა, რომელიც იმავდროულად, მომავალ წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია.

ჩვენი ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა.

ტრავმების გამო ნაკრებს დააკლდნენ გიორგი შკინინი (არმია), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული
სეზონის შემდეგ ისვენებენ: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი).

"ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტებისთვის მზადება ერთი კვირის წინათ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საწვრთნელ შეკრებაზე 32 მორაგბეს უხმო, საიდანაც ამერიკაში წამსვლელი 28 მოთამაშე უნდა შეერჩია. მათგან 22-მა "ბორჯღალოსანმა" უკრაინის ნაკრებთან ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო შეხვედრაში იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობას ლოკომოტიველი ბაჩუკი გუჯარაიძე გამოაკლდა. მის ნაცვლად ივნისის ტესტებზე საასპარეზოდ, ყველასთვის მოულოდნელად, ვეტერანი მორაგბე გია ლაბაძე მიიწვიეს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მესამეხაზელს ეროვნულ გუნდში წელიწადზე მეტია, არ უთამაშია. ის, სამწუხაროდ, ვერც რიჩი დიქსონის მიერ შერჩეულ მორაგბეთა შორის მოხვდა, რომლებმაც ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე იასპარეზეს. "ბორჯღალოსნებს" დაემატათ ასევე შერკინების ტულონელი ბურჯი ლევან ჩილაჩავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი პირველ შეხვედრას დენვერში 16 ივნისს გამართავს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), დავით ჩიტიძე (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე - არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე - ლოკომოტივი), გია ლაბაძე (ლა სეინი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

16 ივნისი
აშშ-საქართველო

23 ივნისი
კანადა-საქართველო

* * *
ამასობაში ჩვენი მომავალი მეტოქეები ერთმანეთს კინგსტონში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კანადის ნაკრების გამარჯვებით, 28:25 დასრულდა.

გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს. გამარჯვებულის ბედი კანადელი ფულბეკის, ჯეიმზ პრიტჩარდის საჯარიმომ გადაწყვიტა. მან ამერიკელ ვიზავის, მგეზავ ვილ ჰოლდერზე ერთით მეტი საჯარიმო გაიტანა.

აშშ-კანადა 25:28
აშშ: 15. კრის ვოლესი, 14. ჯეიმზ პატერსონი, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ლუკ ჰუმი, 10. ვილი ჰოლდერი, 9. მაიკ პეტრი. 1. მაიკ მაკდონალდი, 2. კრის ბლერი, 3. ერიკ ფრეი, 4. ლუის სტენფილი, 5. ბრაიან დოილი, 6. სკოტ ლავალა, 7. ენდრიუ დურატოლო, 8. ტოდ კლევერი.
16. დერეკ ასბუნი, 17. შოუ პიტმანი, 18. ტომ კაცფეი, 19. ტეილორ მოკატე, 20. შონ დევისი, 21. როლანდ სუნიულა, 22. კოლინ ჰოული.
3ლ: ჰუმი, პატერსონი, ლა ვალა. 2გ,2ს: ჰოლდერი.
კანადა: 15. ჯეიმზ პრიტჩარდი, 14. შონ დუკი, 13. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 12. მაიკ შოლცი, 11. კირან ჰირნი, 10. მეთ ევანსი, 9. შონ ვაითი. 1. ჰუბერტ ბუიდენსი, 2. რაიან ჰამილტონი, 3. ენდრიუ ტიდმანი, 4. ბრეტ ბუკებუმი, 5. ტეილორ ჰოტსონი, 6. ნანიაკ დალა, 7. შონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.
16. ჯეისონ მარშალი, 17. ტომ დოლეჟალი, 18. ჯო სინკლერი, 19. ტაილერ არდრონი, 20. კაილ არმსტრონგი, 21. ფილ მაკკენზი, 22. ჯეფ ჰესლერი.
3ლ: ევანსი, ჰირნი, კარპენტერი. 3ს,2გ: პრიტჩარდი.
მსაჯი: მარიუს იონკერი (სამ. აფრიკა)

* * *
18 ივნისს სოლტ ლეიკ სიტიში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები B ჯგუფში, ისევე, როგორც შარშან თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებები იქნებიან.

ჯგუფში პირველ ადგილზე გასული სხვა, A ჯგუფში გამარჯვებულს ფინალში დაუპირისპირდება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიელი იან სმიტის ხელმძღვანელობით, ამ ტურნირისთვის დიდი ხანია ემზადება. მას ასისტენტობას ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ვლადიმერ კილასონია და ირაკლი ჭყონია უწევენ.

გუნდში ოთხი ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც შარშან თბილისში გამართულ ტურნირში იასპარეზეს. ესენია: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ზურაბ ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე და ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).

საქართველოს ნაკრები, U-20
პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე - ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).
მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).
მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).
#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე - არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).
#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე - არმია).

18 ივნისი
საქართველო-კანადა

22 ივნისი
საქართველო-ზიმბაბვე

26 ივნისი
საქართველო-იაპონია

A ჯგუფი: ჩილე, რუსეთი, ტონგა, აშშ
B ჯგუფი: საქართველო, კანადა, ზიმბაბვე, იაპონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" - თამაშის სტილი ახალია, ოღონდ უხარისხო! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რ ა გ ბ ი იდეოლოგიის დონეზე უნდა ავიყვანოთ საქართველოში ,რომ მამაცი,გულწრფელი,პირდაპირი,კეთილშობილი და ჯანსაღი თაობები წამოვიდეს მომავალში,ერთ-ერთი მძლავრი საშუალება,რომ შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა,ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ა ...ეროვნული ჩემპიონატის კლუბები ფინანსურად ისე უნდა გაძ(ვა)ლიერდნენ,რომ მოთამაშეებს მინისტრებზე ნაკლები ხელფასები არ ქონდეთ...საერთოდ ვოცნებობ,რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჩემპიონატი თავისი ინტერესითა და ავტორიტეტით არ ჩამოუვარდებოდეს საფრანგეთის,ინგლისისა ზელანდიის ჩემპიონატს!!!-ამისათვის საჯიროა,რომ საქ-ოს ტვ-ებმა (გან 1-მა არხმა) ეროვნული ჩემპიონატების ერთი შეხვედრა აყცილებლად გვანახონ და თითოელი ტურის მატჩები გაანალიზონ ტვ-იებით,იმაზე გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ,ვიდრე ფეხბურთს(მათ ჯერ-ჯერობით არაფერი დაუმსახურებიათ,ქართველი ფეხბურთელების მუდამ უჯიგრო,უსისხლო და დაფრთხალი თამაშით შეურაცყოფილები ვართ ევროპაში...),ასევე ეხება ჯიდაობის ეროვნულ ჩემპიონატებს, შტანგისტებს...მიდით ბიჯებო შემართებით! ერი აღტაცებით გიყურებთ..
glaxuna
10:43 12-06-2012
0
ტ ე ლ ე ვ ი ზ ი ებ მ ა გთხოვთ გვანახოთ ტურნეს მატჩები (ევროპაშიც რომ ვუყუროთ,უდიდესი დაინტერესებაა!) და საერთოთ გვანახეთ რაგბში ეროვნული ჩემპიონატების ყოველი ტურის ერთი თამაში მაინც,
glaxuna
11:49 12-06-2012
0

სიახლეები პოპულარული