ჩვენი მორაგბეები მომავალ უქმეებზე აქ "ნეკერჩხლის ფოთლებს" დაუპირისპირდებიან. აქამდე "ბორჯღალოსნებს" მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ორჯერ უთამაშია.
2009 წელს ჩერჩილის თასის გათამაშებაში დენვერში კანადელებმა 42:10 მოგვიგეს. მომდევნო წელიწადს კი თბილისში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 22:15.
ბარნაბიში, სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა რადიკალურად შეიცვლება. საფრანგეთიდან გუნდს შეუერთდა მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი (მასი).
ამავე ქვეყნის ჩემპიონატის პლეი ოფების მატჩებისთვის ინტენსიურად ემზადებოდა და სავარაუდოდ, მშვენიერ ფორმაში უნდა
მოსალოდნელია სხვა ცვლილებებიც, რომელსაც ნაკრების მწვრთნელთა შტაბი მოგვიანებით გააცხადებს.
გასულ უქმეებზე აშშ-ის ნაკრებთან მარცხის გამო კი ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 68,52 ქულით ისევ მე-15 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 69,21 ქულით ფიჯის ნაკრებმა გაუსწრო.
IRB-ის რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 91,43. 2. ავსტრალია - 86,77. 3. სამხრეთ აფრიკა - 85,47. 4. უელსი - 82,54. 5. ინგლისი - 82,49. 6. არგენტინა - 81,22. 7. საფრანგეთი - 81,06. 8. ირლანდია - 79,85. 9. სამოა - 77,64. 10. შოტლანდია - 76,56. 11. ტონგა - 76,19. 12. იტალია - 75,26. 13. კანადა - 71,74. 14. ფიჯი - 69,21. 15. საქართველო - 68,52. 16. იაპონია - 67,93, 17. აშშ - 67,38. 18. რუმინეთი - 64,54. 19. რუსეთი - 62,05. 20. ესპანეთი - 61,63. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 61,13. 23. ბელგია - 59,17. 24. ჩილე - 58,32. 25. კორეა - 56,72. 26. პორტუგალია - 56,58.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), დავით ჩიტიძე (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე-ლოკომოტივი), გია ლაბაძე (ლა სეინი)
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო