თამაში 24 ივნისს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
მანამდე კი ორივე გუნდი მომავალი ორთაბრძოლისთვის დიდი მონდომებით ემზადება. "ნეკერჩხლის ფოთლებისა" და "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელებმა, კირან კროულიმ და მილტონ ჰეიგმა ვანკუვერში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს.
"გასულ უქმეებზე იტალიის ნაკრებთან მარცხი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და მთელი კონცენტრაცია მომავალი მატჩისთვის სამზადისზე გადავიტანოთ.
ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამყაროთ დაცვის ხაზი და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ შეტევისას. იტალიის
იტალიელთა დამარცხება ნამდვილად შეგვეძლო, უბრალოდ, მეტოქის ფიზიკურ ძალას ვერაფერი მოვუხერხეთ და მათთვის ხელსაყრელ თამაშში ავყევით.
საქართველოს ნაკრებმა გასულ უქმეებზე აშშ-ის ნაკრებთან 20:36 წააგო. ერთი კვირით ადრე ამერიკელები მათსავე მოედანზე ჩვენ 28:25 დავამარცხეთ.
გარწმუნებთ, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. საქართველოს ნაკრები, რომელიც მუდმივად პროგრესირებს, ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს.
ქართველებს ევროპის მეორე ეშელონში საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. ეს გუნდი ფიზიკურად ძლიერი და მიზანმიმართული, მაღალი დონის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მათ დასამარცხებლად სერიოზული გარჯა მოგვიწევს" - თქვა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.
საქართველოსა და კანადის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა 2009 წელს დენვერში, "ჩერჩილის თასზე" "ნეკერჩხლის ფოთლებმა" 42:10 მოიგეს. მეორე ერთი წლის შემდეგ თბილისში გაიმართა და ამჯერად გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ - 22:15.
"ყველანაირად ვეცდებით, კანადის ნაკრებთან ბევრად უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე ეს გასულ უქმეებზე აშშ-ის ნაკრებთან მატჩში შევძელით. იმ შეხვედრაში ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.
ყველანი ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას მეგობრების, ოჯახის წევრების, ზოგადად, ქვეყნის წინაშე და ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, რომ ჩვენით იამაყონ.
ვიცით, რომ კანადის ნაკრები უდიდეს წინააღმდეგობას გაგვიწევს. ამ გუნდმა ორი შესანიშნავი ტესტის გამართვა მოასწრო და კარგადაა მომზადებული. ჩვენთვის კანადელებთან ასპარეზობა დიდი გამოწვევაა და მოუთმენლად ველით მატჩის დღეს" - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
კანადის ნაკრებმა იტალიასთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: 15. ჯეიმზ პრიტჩარდი, 14. კონორ ტრეინორი, 13. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 12. მაიკ შოლცი, 11. ფილ მაკენზი, 10. მეთ ევანსი, 9. შონ ვაითი. 1. ჰუბერ ბუდენსი, 2. მაიკ პლეტჩი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯო სინკლერი, 5. ტაილერ ჰოტსონი, 6. ტაილერ არდრონი, 7. ჩონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.
16. ენდრიუ ტიდმანი, 17. ტომ დოლეზალი, 18. ჯონ ფელანი, 19. ნანიაკ დალა, 20. ედვარდ ფეირჰურსტი, 21. ლიამ ანდერვუდი, 22. კირან ჰირანი.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), დავით ჩიტიძე (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე - არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე - ლოკომოტივი), გია ლაბაძე (ლა სეინი)
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
მილტონ ჰეიგი და კირან კროული ვანკუვერში შეიყარნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" ივნისის ბოლო ტესტისთვის ემზადებიან
"ბორჯღალოსნები" უკეთესის იმედით - დენვერიდან ბარნაბიში!
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო