"ბორჯღალოსნებმა" რეიტინგში ადგილი შეინარჩუნეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შაბათს ბარნაბიში კანადის ნაკრებთან მარცხის შედეგად მსოფლიოს კლასიფიკაციაში ქულაზე მეტი დაკარგა, თუმცა 67,95 ქულით მე-15 ადგილი მაინც შეინარჩუნა.

ჩვენს გუნდს ერთი საფეხურით ჩამორჩება იაპონიის ნაკრები, რომელსაც 0,02 ქულით ნაკლები დაუგროვდა.

რეიტინგში რამდენიმე გადაადგილება მხოლოდ მოწინავე ათეულში მოხდა. ისევ მეოთხე საფეხურზე დაბრუნდა ინგლისის ნაკრები, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ფრეს მიაღწია.

მე-7 ადგილიდან მეხუთეზე დაწინაურდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი, რომელმაც სტუმრად მოუგო არგენტინას. ამის გამო "პუმები" მე-6 ადგილიდან მე-8 ადგილამდე დაქვეითდნენ.

მსოფლიოს რეიტინგი

1. ახალი ზელანდია
- 91,43 ქულა. 2. ავსტრალია - 87,05. 3. სამხრეთ აფრიკა - 84,87. 4. ინგლისი - 83,09. 5. საფრანგეთი - 83,09. 6. უელსი - 82,26. 7. ირლანდია - 79,85. 8. არგენტინა - 79,25. 9. შოტლანდია - 77,97. 10. სამოა - 76,23. 11. იტალია - 76,03. 12. ტონგა - 74,79. 13. კანადა - 72,30. 14. ფიჯი - 70,60. 15. საქართველო - 67,95. 16. იაპონია - 67,93. 17. აშშ - 66,61. 18. რუმინეთი - 64,54. 19. რუსეთი - 62, 05. 20. რუსეთი - 61,63. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 61,13. 23. ბელგია - 59,17. 24. ჩილე - 58,32. 25. კორეა - 56,72. 26. პორტუგალია - 56,58.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კანადა-საქართველო 31:12 - "ბორჯღალოსნებს" გაკვეთილი ბარნაბიშიც ჩაუტარეს [+VIDEO]
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული