ფიჯის ნაკრები ტესტებისთვის უკვე ემზადება

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს იაპონიისა და ფიჯის ეროვნულ გუნდებთან.

ჩვენს მეტოქეთაგან ერთ-ერთი, ფიჯის ნაკრები მომავალი ტურნესთვის მზადებას უკვე შეუდგა.

ფიჯელთა მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ გაფართოებული, 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საწვრთნელი შეკრება კი 1 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც სამხედრო ბაზა "ტოგალევუზე" მიმდინარეობს.

იქ ადგილობრივი მოთამაშეები ემზადებიან. ლეგიონერები კი გუნდს რვა ოქტომბრის შემდეგ შეუერთდებიან.

"ჯერ ადგილობრივ მოთამაშეებს მოვამზადებთ, ერთი კვირის მერე კი უცხოეთში მოასპარეზე მორაგბეებიც შემოგვიერთდებიან. საბოლოო შემადგენლობას კი ოქტომბრის შუა რიცხვებში დავასახელებთ." - თქვა ინოკი მალემ.

შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები
ევროპაში სამ შეხვედრას გამართავს. კუნძულელები 10 ნოემბერს ინგლისის ნაკრებს ეთამაშებიან, 17 ნოემბერს ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის თავზე კი თბილისში გვეწვევიან.

ფიჯის ნაკრები
სტეფანო სამოსა, დიკონ მანუ, რატუ მაკუთუ, მანას საულო, კამპეს მააფუ, სერემია ნაურერე, ვესი რარავა, ვილიამ ვეიკოსო, ტუპატი ტალემაიტოგა, ლეონე ნაკარავა, ტევიტა კავუბატი, აპი ნაიკატინი, სეკონაია კალოუ, აპისალომე რატუნიიარავა, ილიესა რატუვა, ნატანაი ტალეი, ვაკაბაკა კოტობალავუ, მალაკაი რავულო, ჯოზეფა დომილაილაი, ნემანი ნაგუსა, მაიკელი მოსეტადრა, ვატისიონი ვოტუ, ნიკოლა მატავალუ, ნემია კენტალე, მეტიუსელა ტალებულა, ჯოშ მატავესი, ჯონეთანი რალულუ, კელემედი ბოლა, ვერენეკი გონევა, ჯოსაია ლოტავა, ტიმოსი მატანავოუ, რავაი ფატიაკი, სამუ ვარა, სიმელი კონიფერედი, ვაისეა ნაიაკალევუ, აისეა ნატოგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული