ნოემბრის ტესტებს რუმინეთი და რუსეთიც გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთა თასის გათამაშებაში, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, ნოემბრის ტესტებზე ითამაშებენ.

რუმინეთის ნაკრები იაპონიისა და აშშ-ის ნაკრებებს უმასპინძლებს, რუსები კი კანადისა და იმავე აშშ-ის ეროვნულ გუნდებს ბრიტანეთში, ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდებიან.

რუმინეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ ნოემბრის ტესტებზე გამოძახებულ მორაგბეთა სია გააცხადა. აღსანიშნავია, რომ "მუხის ფოთლებმა" ძველ, გამოცდილ გვარდიაზე უარი თქვეს და ნაკრები საგრძნობლად გადაახალისეს.

გუნდში სულ სამი ლეგიონერია და სამივე მეორეხაზელია. ესენია: ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი) და ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი). რუმინეთის ნაკრებში
ფეხი მყარად მოიკიდა შერკინების ქართველმა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა, რომლის დებიუტიც "სტეჟარის" შემადგენლობაში ივნისში, ბუქარესტში გამართულ IRB-ის ერთა თასზე შედგა.

რუსეთის ნაკრები კი უკვე ბრიტანეთში იმყოფება და ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდთან საწვრთნელი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გამარჯვებით დასრულდა - 29:15. რუსებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს და აქედან ერთი შერკინების კვაჭის, ვალერი ცნობილაძის ანგარიშზეა. რუსთა ეროვნულ გუნდში მიწვეულია მისი ძმაც, გრიგოლ ცნობილაძე.

ტრავმების გამო ნოემბრის ტესტებზე ვერ ითამაშებენ არტიომ ფატხაოვი, ანტონ რიაბოვი, სერგეი პოპოვი, მიხაილ ბაბაევი, იგორ კურაშოვი და პაველ კვერნაძე.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვლად ბადალიჩესკუ (დინამო), ოთარ ტურაშვილი, რატიუ პინგეა (ორივე-ტომიშოარა), რომულიუს ბოარი (კლუჟი), პეტრუ ტამბა (კარდიფი), ანდრეა რადოი (ბაია მარე), კრისტიან კორნეი (ფარული).
მეორე ხაზი: ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), კრისტიან მინტეანუ (ფარული).
მესამე ხაზი: მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ვიორელ ლუკაჩი, დანიელ იანუსი (ორივე-სტიაუა), ვასილი რუსი (ტიმიშოარა), კოზმინ რატიუ, ადრიან იონი (ორივე-დინამო),
#9: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), გრიგორას დიაკონესკუ (სტიაუა), ტუდოელ ბრატუ (პანტელიმონი).
#10: იონუც ფლორეა (ტულისტი), ადნდრეი ფილიპი (ბუქარესტი).
#12-13: იონელ კაზანი, რობერტ დესკალუ (ორივე-სტიაუა), კონსტანტინ გეარა (ფარული), ჩაბა გალი (ბაია მარე).
#11-14: მადალინ ლემნარუ, კატალინ ფერკუ (ორივე-ტიმიშოარა), იონუც ბოტეზატუ, იონიც ნიასუ (ორივე-ბაია მარე), დანიელ სტატულესკუ (დინამო).
#15: ადრიან აპოსტოლი (ფარული).

რუსეთის ნაკრები
გლებ ბაბკინი, სერგეი სუგრუბოვი (ორივე-სლავა), ვლადიმერ ბოლტენკოვი, ანდრეი პრილივალოვი (ორივე-პენზა), პაველ ბუტენკო, რამილ გაისინი, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, დენის სიმპლიკევიჩი, ანდრეი ტემნოვი, ვალერი ცნობილაძე, ალექსეი შერბანი (ყველა-ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სერგეი ტრიშინი (ხუთივე-ვვა), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, გრიგორი ცნობილაძე (ხუთივე-კრასნი იარი), ვლადიმერ ოსტროუშკო (ყუბანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული