ორივე ქვეყნის ნაკრებმა განვითარების ის გზა აირჩია, რომელიც უცხოელი მოთამაშეების ნატურალიზაციას ითვალისწინებს. განსაკუთრებით ბევრი ასეთი მოთამაშეა ესპანელთა გუნდში. მათი გვარების ესპანურმა წარმოშობამ არ მოგატყუოთ. ისინი საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი კატალონიელები და ბასკები არიან.
პორტუგალიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებებს დაუპირისპირდება. ახალზელანდიელმა ეროლ ბრაიანმა გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. ტესტებზე საასპარეზოდ გამოძახებულნი არ არიან გუნდის ლიდერები: პირველხაზელი კრისტიან სპაშუკი და ბოლო წლების უცვლელი კაპიტანი, მესამეხაზელი ვაშკუ
ესპანელი "ლომების" მეტოქე კი ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები იქნებიან. ესპანელების მწვრთნელი, ფრანგი რეჟის სონეს ნაცვლად, ახალზელანდიელი ბრაის ბევინი იქნება, რომელმაც თავისი წინამორბედის მიერ ჩამოყალიბებული გუნდი დიდად არ შეცვალა.
ნაკრებს დაუბრუნდა ფეხმარდი ცხრა ნომერი პაბლო ფეიხო, რომელსაც შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ მეტოქეს.
ესპანეთის ნაკრებში სათამაშოდ გამოძახებულია ასევე "არმიას" შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და "ლომების" რიგებში მესამე წელიწადია ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ერთა თასის გათამაშებაში ესპანეთის ნაკრებმა 16 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ოთხი ქულით ჩამორჩა. პორტუგალიელებმა კი თავისთვის უჩვეულოდ ცუდად იასპარეზეს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილს დასჯერდნენ. მათ ანგარიშზე ერთი მოგება და ოთხი წაგებაა (7 ქულა).
ერთა თასის გათამაშება, რომელიც მომავალი წლის თებერვალში აიღებს სტარტს, იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ეტაპია. აქ ორი წლის ჯამში ორი საუკეთესო ავტომატურად მიიღებს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს, ერთს კი რეპეშაჟით მოუწევს საუკეთესო ოცეულში მოსახვედრად გზის გაკვლევა.
ორივე მეტოქეს, ესპანეთსა და პორტუგალიას, გაისად, პირველ წრეში "ბორჯღალოსნები" თბილისში დაუპირისპირდებიან.
პორტუგალიის ნაკრები:
პირველი ხაზი: ფრანსიშკუ ფერნანდესი (ბეზიე), ენტონი ალვეში (შალონი), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე-დირეოტო), ბრუნო როჩა (აესისტექნიკო), ჟოზე დაკოსტა (აგრონომია), მაიკ ტაჯერო (მასი).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (ნარბონი), დავიდ დე რეისი (შატორენარი), ერიკ დოს სანტოსი (მონ დე მარსანი).
მესამე ხაზი: ფრასიშკუ დე სოუზა (კასკაისი), ფერნანდო ალმეიდა (აგრონომია), ტიაგო გირაუ (კდული), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ლორან ბალანჟე (სენ ჟან დე ლუზი).
#9: ნუნო კოსტა (კდული), პედრო ლეალი (დირეიტო).
#10: სამუელ მარკესი (ალბი), ფრანსიშკუ მაგალიაეში (კდული).
#12-13: კარლ მურეი (კდული), ჟოზე ლიმა (ნარბონი), ალექსანდფრე ბაროში (როდეზი).
#11-14: გონსლაო ფორო (კდული), ფრანსიშკუ აპლეტონი (პო), ვილფრედ როდრიგესი (მასი).
#15: ანტონიო აგილარი (დირეოტო).
ესპანეთის ნაკრები
მეთიუ კუკი, ხავიერ ლორენსი (ორივე-ლა ვილა), ხუან ლაზარო, ხავიერ კანოსა (ორივე-მადრიდის ატლეტიკო), ანხელ ვასკესი (ცისნეროს), ხავირ ლორდანი, ქორი სმითი (ორივე-კახასოლი), ხუან ტუდელა, მატიას ტუდელა (ორდისია), პაბლო ფეიხო (ბერა ბერა), ხუან პინაგა (გერნიკა), ოიერ ესპონდალი (ერნანი), ჯეკ კარტერი, დანიელ ვაკუერო, სესარ სემპერე (სამივე-ელ სალვადორი), ხესუს ბლანკო, ჯოსე ბლანკო (ორივე-ვიგო), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩებერი (ტიროსი), ადრიან აისტერანი, ენტონი პრადალი (ორივე-პერიგო), ლიონელ პარდო (ბეზიე), დავიდ ბარერა (ლანჟონი), ხოსე ატჩინსონი, ხაიმე ნავა (ორივე-ბურგ ან ბრესი), დავით გურგენიძე (არმია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"