"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნოემბრის ტესტების მორიგ შეხვედრას ფიჯის ნაკრებთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" მატჩისთვის, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან.

ფიჯელები უკვე თბილისში არიან და პირველი ვარჯიშიც გამართეს. გასულ უქმეებზე მათ ირლანდიის A ნაკრებთან ითამაშეს და მშრალი ანგარიშით, 0:53 დამარცხდნენ. "ბორჯღალოსნებმა" კი შინ იაპონიის ნაკრებთან წაგების შემდეგ მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით უკან დაიხიეს და ახლა 66,75 ქულით მე-17 ადგილზე არიან.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ცვლილება არ მომხდარა. ფრანგული "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი 21 ნოემბერს პარიზში სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე იყო დაბარებული,
თუმცა ეს ღონისძიება რამენიმე დღით გადაიტანეს და "ვიტოს" ფიჯის ნაკრებთან თამაშის საშუალება ექნება.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 92,91. 2. სამხრეთ აფრიკა - 86,05. 3. ავსტრალია - 85,94. 4. საფრანგეთი - 84,99. 5. ინგლისი - 81,96. 6. არგენტინა - 79,89. 7. ირლანდია - 79,04. 8. უელსი - 78,95. 9. სამოა - 78,79. 10. შოტლანდია - 77,42. 11. იტალია - 76,61. 12. ტონგა - 74,51. 13. კანადა - 71,41. 14. ფიჯი - 70,60. 15. იაპონია - 70,09. 16. აშშ - 66,86. 17. საქართველო - 66,75. 18. რუმინეთი - 63,58. 19. ესპანეთი - 63,09. 20. რუსეთი - 61,49.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ლევან ჩილაჩავა (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი)
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული