საქართველოს შვიდკაცა რაგბი: მოსკოვამდე გზა ლიონზე გადის

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები წლეულს 28-30 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეს უფლება "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" შარშან ევროპის სერიაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ წილისყრა არ გამართულა და ვის დავუპირისპირდებით ჯგუფურ ეტაპზე, ამჟამად უცნობია. იქამდე კი საქართველოს ნაკრებს ევროპის შვიდკაცა რაგბის სერიაში მოუწევს ასპარეზობა.

პირველი ეტაპი საფრანგეთის ქალაქ ლიონში 8-9 ივნისს გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი A ჯგუფში ინგლისის, ესპანეთის, უელსის, უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებებთან ითამაშებს.

ტურნირზე, ამ გუნდების გარდა, პორტუგალიის, საფრანგეთის,
რუსეთის, შოტლანდიის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებებიც იასპარეზებენ.

ევროპის სერია
I ეტაპი, ლიონი
A ჯგუფი: საქართველო, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, უკრაინა, რუმინეთი.
B ჯგუფი: პორტუგალია, საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, იტალია, გერმანია.

მსოფლიოს ჩემპიონატი
ვაჟები: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ჰონგკონგი, იაპონია, კენია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, პორტუგალია, რუსეთი, სამოა, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ტონგა, ტუნისი, აშშ, უელსი, ზიმბაბვე.

ქალები: ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, ირლანდია, იაპონია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ტუნისი, აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული