რუსები იოჰანესბურგში ისევ დამარცხდნენ

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ რუსეთის ეროვნულმა გუნდმა სამხრეთ აფრიკაში საწვრთნელი შეხვედრა დაასრულა.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა იოჰანესბურგში მეორე საწვრთნელი მატჩი გამართეს და მასშიც დამარცხდნენ.

რუსთა გუნდის მეტოქე ამჯერად იოჰანესბურგის "ლაიონზი" იყო, რომელიც შარშან ზე რაგბის სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ბოლო ადგილზე გავიდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში, განსაკუთრებით კი, შერკინებაში დაჩაგრეს და 51:13 დაამარცხეს.

თამაშის მსვლელობისას მატჩის არბიტრმა შუბური ბოჭვისთვის რუსთა დამრტყმელ იგორ კლუჩნიკოვს წითელი ბარათი უჩვენა. მას, სავარაუდოდ, ხანგრძლივვადიანი დისკვალიფიკაცია ელის.

რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში
ითამაშეს პირველხაზელმა ძმებმა გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებმა. მესამეხაზელი პავლე კვერნაძე განაცხადში არ იყო.

გუნდის უელსელი თავკაცის, კინგსლი ჯოუნზის განცხადებით, იმ შემადგენლობას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა შეკრებაზე, ინგლისურ კლუბებში მოთამაშე კირილ კულემინი და ვასილი არტიომოვი დაემატებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში რუსეთის ნაკრები 2 თებერვალს სოჭში ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

რუსეთი-ლაიონზი 13:51
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ანდრეი ოტროკოვი, 13. იაროსლავ რეჩნევი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. გრიგორი ცნობილაძე, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. ანდრე გარბუზოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
16. ალექსეი ვოლკოვი, 17. სერგეი ნოვოსელოვი, 18. ევგენი პრონენკო, 19. მაქსიმ კისილევი, 20. არტიომ ფატახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრუბოვი, 23. იგორ კურაშოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული