მილტონ ჰეიგმა ნაკრებში ზურაბ ჟვანიას და ლევან ჩილაჩავას უხმო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პირველ შეხვედრას 2 თებერვალს ბრიუსელში, "ეიზელის" სტადიონზე ბელგიის ნაკრებთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორშაბათიდან საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში შეიკრიბებიან.

ეროვნული გუნდის თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ერთი კვირის წინათ გაფართოებული, 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ტრავმების გამო გუნდს პირველხაზელები ვასილ კაკოვინი (ტულუზი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) დააკლდნენ.

ისინი, სავარაუდოდ, ვერც ერთი კვირის თავზე, მომდევნო მატჩში ითამაშებენ პორტუგალიის ნაკრებთან.

ამიტომ მილტონ ჰეიგმა, ასისტენტებთან - ილია მაისურაძესთან და ილია ზედგინიძესთან კონსულტაციის
შემდეგ, ტრავმირებული მორაგბეების ნაცვლად ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) და ლევან ჩილაჩავა (ტულონი) გამოიძახა.

ჟვანია ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს, ჩილაჩავას კი შარშან გამართულ ერთა თასის გათამაშებაში თამაშიც მოუწია და სტუმრად ესპანეთის ნაკრებს ლელოც გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ბელგიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე - ტულონი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული