ირაკლი აბუსერიძე კარიერას ასრულებს - ვინ უკაპიტნებს "ბორჯღალოსნებს"?

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკრების მორაგბე ირაკლი აბუსერიძე კარიერის დასრულებას აპირებს და აბუს საზეიმო გაცილებაზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძე: "ირაკლი აბუსერიძემ გადაწყვიტა, რაგბის თამაშს თავი დაანებოს. მთელი საქართველოს სახელით, ვისაც უყვარს და ქომაგობს რაგბის, მინდა მას უდიდესი მადლობა გადავუხადო, როგორც შესანიშნავ მორაგბეს, პიროვნებასა და კაპიტანს.

მან მრავალი წლის განმავლობაში ქართულ რაგბის შეალია თავისი ენერგია და ჯანმრთელობა.

თანაგუნდელებთან ერთად, გახდა მრავალი დიდი გამარჯვების შემოქმედი. მიმაჩნია, რომ აბუსერიძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი იყო.

ძლიერ მწყდება
გული, რომ მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ, თუმცა ის ნაკრებიდან არ წასულა.

გადავწყვიტეთ, ირაკლი ეროვნული გუნდის კომუნიკაციის მენეჯერად დავნიშნოთ. მის მოვალეობაში შედის კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებსა და რაგბის კავშირს შორის.

მას ექნება მუდმივი კავშირი ლეგიონერებთან. ამასთან ერთად, ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრია.

სავარაუდოდ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩისას, მას საზეიმოდ გავაცილებთ. დარწმუნებული ვარ, რაგბის ქართველი ქომაგი მას სათანადო პატივს მიაგებს. გუნდის ახალი კაპიტნის ვინაობა კი მწვრთნელებისა და წამყვანი მოთამაშეების კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა".


ინტერვიუს სრულ ვერსიას ვებგვერდზე დღის მეორე ნახევარში იხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით აბუ ყველაზე მაგარი კაპიტანია კველა დროის ცჰვენს ნაკრებში,გული მწკდება რომ რჩება კარიერას
zaza
20:11 30-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული