მილტონ ჰეიგი: ბელგიელებს ორი წელი არ წაუგიათ, თუმცა მაინც ფავორიტები ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიის ეროვნულ გუნდთან ერთა თასის პირველი მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.

"ტკბილი მატჩი არ გველის, მეტოქე შინ თამაშობს და მორაგბეები საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე ეცდებიან გამარჯვებას. მათ ხომ ორი წელია, თამაშია არ წაუგიათ.

ფავორიტები მაინც ჩვენ ვართ, თუმცა ეს სტატუსი სტატუსადვე დარჩება, თუ მატჩისთვის კარგად არ მოვემზადებით, ბოლომდე არ დავიხარჯებით და, რაც მთავარია, მეტოქეს სათანადოდ არ შევაფასებთ",
- თქვა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელგია VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" "შავ ეშმაკებს"
დააფრთხობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული