"ბორჯღალოსნებისთვის" "ეროვნულისა" და "მესხის" დათმობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

AutoSharing Option
14 თებერვალს ჩვენს ვებგვერდზე რაგბის გულშემატკივრების ოფიციალური პეტიცია გაგაცანით (იხილეთ ვრცლად).

ქართული რაგბის ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის მატჩების ჩასატარებლად სათანადო სტადიონებს ითხოვენ.

საუბარია იმაზე, რომ "ბორჯღალოსნებმა" საშინაო შეხვედრები "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარონ.

ქომაგებს კონკრეტული და დამუშავებული წინადადება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე;

ამასთანავე,
შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (თამაშის შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგების ხარჯების ჩათვლით) გადაიხდის რაგბის კავშირი.

იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს.

ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე".


საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ყველაფერს ის ჯობია ერთი კარგი სტადიონი აუშენონ რაგბის ნაკრებს, და რაგბს მიეხედოს, გლდანში უკვე არის სტადიონები სავარჯიშო. ერთი დიდი სტადიონი აშენდეს სადმე. ანდა გორში რომ შენდებოდა სტადიონი ის გააკეთონ ისევ. ჩემი აზრით ეროვნული და მესხი უნდა მოხმარდეს ფეხურთს, იმიტომ ის ფეხბურთისაა. რაგბისტები კი ღირსები არიან, რომ დავაფასოთ და ერთი დიდი სტადიონი ავუშენოთ
dato
12:32 15-02-2013
0
100%-ით გეთანხმები. რაგბი ღირსია ახალი თანამედროვე სტადიონის, დინამო არენა და მიხეილ მესხი მხოლოდ ფეხბურთისთვის უნდა იყოს. რაგბისტები აფუჭებენ მინდორს, ისედაც არ აკლია ჩვენს სტადიონებს უხარისხო მინდვრები და რაგბისტები კიდე ნუ დაუმატებენ
დათო
16:17 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული