ქართული რაგბის ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის მატჩების ჩასატარებლად სათანადო სტადიონებს ითხოვენ.
საუბარია იმაზე, რომ "ბორჯღალოსნებმა" საშინაო შეხვედრები "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარონ.
ქომაგებს კონკრეტული და დამუშავებული წინადადება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
"საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე;
ამასთანავე,
იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს.
ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე".
საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.