მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის 25 "ბორჯღალოსანს" უხმო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩს 23 თებერვალს, სოჭში რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ამ თამაშისთვის მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათიდან დაიწყებენ და პარასკევს სოჭში ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრებიან.

ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სარუსეთოდ 25 მორაგბე გამოიძახა.

გაფართოებულ შემადგენლობში ვერ მოხვდნენ შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია (ლელო), ბურჯი ირაკლი მირცხულავა (ტარბი), მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი), მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ალბი).

ამათგან ტრავმის გამო გუნდს მხოლოდ კოლელიშვილი დააკლდება. მას ყვირმალი აქვს გატეხილი და
სამი კვირა უნდა იუქმოს.

"ბორჯღალოსანთა" რიგებში ისევ ვერ მოხვდნენ მეორეხაზელები ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და გიორგი ნემსაძე (ტარბი).

დიკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდება შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია კიდევ ერთი პირველხაზელი ვასილ კაკოვინი (ტულუზი).

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), დავით ხინჩაგიშვილი ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიმა ბასილაია სჰეუდარებელია!
aigl
16:54 19-02-2013
0
მილტონ წადი ახალგაზრდულის მწვრთნელად და იმუშავე ახალგაზრდებთან გაატრაკე ამ ექპერიმენტებით.ნაკრები მეორე ხაზის გარეშე თამაშობს როგორ შეიძლება! წინ საქართველო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული