გიორგი ნიჟარაძე: მადლობა ქომაგს, სტადიონის თემის წამოწევისთვის

AutoSharing Option
რაგბის ქართველ ქომაგთა თხოვნის თაობაზე (იხილეთ სრულად) კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქომაგებს, ვინც ეს თემა წამოწია. თუმცა ამასთან ერთად, რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო.

ქართველმა რაგბის ქომაგებმა მინდა იცოდნენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "დინამო არენას" დირექცია ყოველთვის გვიდგანანა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას გვიწევენ.

ამის გამო, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უფრო მეტსაც გეტყვით, ფეხბურთის ფედრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ 9 მარტს დანიშნული საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების თამაში გადაიტოანოს, თუმცა ეს მასზე
სრულად დამოკიდებული არ არის.

ქომაგთა თხოვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ იჯარას არ უნდა ვიხდიდეთ. ნებისმიერ სტადიონს, როცა იქ მატჩი იმართება აქვს ხარჯები. შესაბამისად დამქირავებელმა ვინც არ უნდა იყოს ის იჯარა უნდა გადაიხადოს.

ფეხბურთის ფედერაცია ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გვითმობს ხოლმე სტადიონს.

პრობლემა რეალურად არსებობს, რადგან მიდმივად დამოკიდებულნი ვართ სხვებზე, ამინდზე და სხვა გარემოებებზე.

ვინაიდან ეროვნულ ნაკრებს ვერ ეძლევა საშუალება ითამაშოს თბილისში არსებულ ორ საერთაშორისო დონის სტადიონზე, იძულებულნი ვართ "ავჭალის სარაგბო სტადიონზე ვითამაშოთ" რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს. ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ავტორიტეტს.

გამოსავალი მოკლევადიან პერსპექტივაში არის ასეთი. წლის დასაწყისში მოხდეს შეთანხმება ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები არ დაემთხვას ჩვენი ნაკრების თამაშს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, აუცილებელია აშენდეს 25-30 ათასიანი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს საჭირო თანხები.

მაგრამ მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება მუშაობა ისეთ თემებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის მოძიება და სტადიონის პროექტის შექმნა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუღარ გადადებთ, პირდაპირ საქმეზე გადადით, დრო არ ითმენს.........
ბესო
13:26 16-02-2013
0
გია,
იპოდრომზე, ყველაზე ნაღდია. დანგრეული ტრიბუნების წინ ნაკვეთი ვისია? აი ეგ უნდა გამოისყიდოთ. რა დაჯდება 1 ჰექტარი გეყოფათ. ტრიბუნებისადგილი ფაქტიურად მზადარის. მოედანი მილიონი დაჯდესმაქსიმუმ,ტრიბუნები და გასახდელები ალბათ მაქსიმუმ 3 მილიონი. მთავარია ნაკვეთი არ დაჯდეს ძვირი. მერე ნელ-ნელა გაადიდებთ ტრიბუნებს დაამატებთ.
ramo
14:26 16-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული