საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრას სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
"ბორჯღალოსნებს" მძიმე ბრძოლა ელით - რუს მორაგბეებს ქართველებისთვის 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ და, ცხადია, ახლა ამ 20-წლიანი კოშმარის დასრულების სურვილი კლავთ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
ასევე იხილეთ:
რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან
რუსეთი VS საქართველო - რუსი დათვი დაჭრილია და სახიფათოა