შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი, ამავდროულად, 2015 წელს ლონდონში გასამართი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, რომლის საგზურსაც ევროპის ერთა თასის 6-გუნდიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები პირდაპირი წესით მიიღებენ, მესამეადგილოსანი კი - რეპეშაჟით.
აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ რუსებს ჩვენი გუნდისთვის 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ და, ცხადია, ახლა
23 თებერვალს, 15:00 სთ-იდან, რადიო "პალიტრა" (FM 103,9, ინტერნეტმისამართზე: palitratv.ge) მიმდინარე მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს. ქართველ ქომაგს რუსეთი-საქართველოს შეხვედრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას სოჭიდან გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი ბესო ჯანგავაძე მიაწვდის.