მსოფლიო კლასიფიკაცია: დავეწიოთ და გადავასწროთ ამერიკას

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული სანაკრებო მატჩების შემდეგ მსოფლიოს კლასიფიკაციაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებისთვის 0,82 ქულა მიიღო.

მართალია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა რეიტინგში დასაწინაურებლად, მაგრამ მე-16 ადგილზე მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს საგრძნობლად მივუახლოვდით და ახლა 67,41 ქულით მე-17 ადგილზე ვართ.

შინ ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებმა "შავ ეშმაკებს" რეიტინგში ადგილი გაუცვალა.

ერთი საფეხურით წინ წაიწია და ირლანდიის ნაკრებს გადაუსწრო ექვსი ერის გათამაშების მეორეადგილოსანმა უელსის ეროვნულმა გუნდმა.

რეიტინგი
1. ახალი ზელანდია 90,08
2. სამხრეთ აფრიკა
86,94
3. ავსტრალია 86,87
4. ინგლისი 85,30
5. საფრანგეთი 81,20
6. უელსი 80,74
7. ირლანდია 79,28
8. სამოა 78,71
9. არგენტინა 78,71
10. შოტლანდია 78,19
11. ტონგა 76,10
12. იტალია 74,93
13. ფიჯი 71,52
14. კანადა 71,41
15. იაპონია 70,09
16. აშშ 68,32
17. საქართველო 67,41
18. რუმინეთი 64,94
19. ესპანეთი 61,13
20. რუსეთი 60,92
21. პორტუგალია 59,38
22. ურუგვაი 59,37
23. ბელგია 58,82

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული