"ბორჯღალოსნების" საბოლოო რაზმი "თბილისის თასისთვის" ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა.

"თბილისის თასის" გათამაშება წლეულს პირველად გაიმართება და ტრადიციული გახდება.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაში "ბორჯღალოსნებთან" ერთად ურუგვაის ეროვნული გუნდი, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები და მზარდი ირლანდია ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების წინასწარ გაცხადებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა.

ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) და შალვა მამუკაშვილი (არმია).

ტურნირზე არ ითამაშებენ ასევე: ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე-ტულუზი) და ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), თუმცა სამივე მათგანი "ბორჯღალოსნებთან" ერთად გაემგზავრება სამხრეთ ამერიკაში არგენტინის
ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების ლიდერ მამუკა გორგოძეს, მას მომქანცველი სეზონის შემდეგ დასვენება სჭირდება. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა უნდა გაიაროს რეაბილიტაციის კურსი დაშავებულ მხარზე, მკლავსა და მუხლზე.

ორი ცვლილებაა სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებშიც, რომელიც უკვე საქართველოშია და მარტყოფის ბაზაზე ვარჯიშობს.

თბილისში გამომგზავრებამდე სამხრეთაფრიკული გუნდი ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 25:23 მოუგო.

სწორედ ამ მატჩში დაიშავეს მუხლი ჯო სირენემ და მორის ჰოფმანმა. მათ ნაცვლად გუნდში მიიწვიეს "პუმების" დუეტი - სტეფან ვატერმეიერი და კოენ ფან ვიკი.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), რევაზ ბელქანია (ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), გიორგი თეთრაშვილი (ალბი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ბექა ბიწაძე (არმია), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).

თბილისის თასი
7 ივნისი
საქართველო-მზარდი ირლანდია
სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები-ურუგვაი

11 ივნისი
საქართველო-ურუგვაი
მზარდი ირლანდია-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები

16 ივნისი
საქართველო-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
ურუგვაი-მზარდი ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებს, ისე მაგრად მაინტერესებს შკინინს რატომ არ იძახებს ჰეიგი
.
05 ივნისი 2013 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული