მესამე მატჩი "პუმებთან" - "ბორჯღალოსნები" არგენტინაში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მომავალ უქმეებზე არგენტინაში "პუმებთან" ივნისის ტესტების ბოლო მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ორ ჯგუფად გაემგზავრნენ. პირველი ჯგუფი, ცხრა მორაგბის შემადგენლობით, არგენტინას ოთხი დღის წინ ეწვია, მეორემ კი სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებთან მატჩის შემდეგ პირდაპირ აეროპორტს მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინაში თავდაპირველად გაემგზავრნენ: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან დათუნაშვილი.

ბოლო სამს "თბილისის თასის" გათამაშებაში არ უთამაშია.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინაში უკვე ჩასულ ცხრა მოთამაშეს კიდევ თხუთმეტი
დაუმატა.

ტრავმის გამო გამგზავრება ვერ შეძლეს შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ (პერიგო) და მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა (ლოკომოტივი).

"თბილისის თასის" გათამაშების ბოლო შეხვედრაში მეტოქეზე განზრახ უხეშად თამაშის გამო მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს (ტულონი) ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და საქართველოს ნაკრების საარგენტინო რაზმს დააკლდა.

არგენტინაში სხვადასხვა მიზეზის გამო არ ითამაშებენ: დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე-სტად ფრანსე) და ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი).

ჩვენი მეტოქე არგენტინის ნაკრები კი ამ დროს ბუენოს აირესში ემზადება და სან ხუანში, სადაც მატჩი გაიმართება, თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავა. "პუმებმა" უკვე მოასწრეს ორი ტესტმატჩის გამართვა ინგლისის ნაკრებთან და ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ნაკრებში ხუთი ცვლილება განახორციელა. "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ არ ითამაშებენ: ნიკოლა ვერგაჯო, ფელიპე კონტეპომი, მანუელ მონტერო, პაბლო ჰენი და ფარიას კაბეჯო. მათ ნაცვლად ფელანმა მარტინ ლანდახო, ბენიამინ ურდაპილიეტა, ტომას კარიო, ბრუნო პოსტილიონი და ტომას ველახოსი იხმო.

აღსანიშნავია, რომ სან ხუანში არგენტინელებმა შარშან, ივნისში იტალიის ნაკრებს უმასპინძლეს. შეგახსენებთ, რომ თამაში 22 ივნისს, თბილისის დროით 23 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.

საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრათა ისტორიაში ეს მესამე დაპირისპირება იქნება. წინა ორი მატჩი 2007 და 2011 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში შედგა და ორჯერვე გამარჯვება "პუმებს" დარჩათ.

გამორიცხული არ არის, არგენტინელები 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იყვნენ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი (ორივე-ტულუზი), რეზო ბელქანია (ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია). ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (როდეზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

არგენტინის ნაკრები
ბელისარიო აგუჯა, ესტებან ლოსადა (ორივე-აჟენი), გაბრიელ ასკარეტე (კარკასონი), რიდრიგო ბაესი (ლისეო), მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი (ორივე-არგენტინა), ტომას კარიო (როსარიო), ტომას კუბელი (ბელგრანო), ტომას დე ლა ვეგა (სიუბე), მარიანო გალარსა, მაურისიო გუიდონე, ბრუნო პოსტილიონი (სამივე-ლა პლატა), მარტინ ვეიგა (ბუენოს აირესი), ფრანსისკო კოდელა (ბიარიცი), მარტინ ლანდახო (კასი), ტომას ლეონარდი (საუთერნ კინგზი), ბენიამინ მაკონე (ტუკმანი), ბენაიმინ მადერო (ესიკა), მატიას ორლანდო (ურიაპუკა), გილერმო როანი (პრატო), გონსალო ტიესი (ლიბრე), ბენიამინ ურდაპილიეტა (ოიონაქსი), ტომას ვალეხოსი (რედ სპარქსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული