"ბორჯღალოსნებს" დიმიტრი ბასილაია გამოაკლდათ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის ემზადება.

"ბორჯღალოსნები" ნოემბერში სამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავენ. მილტონ ჰეიგის გუნდი კანადის, აშშ-ის და სამოას ნაკრებებს დაუპირისპირდება. ქართველი მორაგბეები 4 ნოემბრიდან "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოსამზადებელ შეკრებაზე გადავიდნენ.

ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე ვერ გამოიძახა.

შეკრების მეორე დღეს ვარჯიშზე თითი მოიტეხა მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ და ნაკრებს მის გარეშე თამაში მოუწევს. ბასილაიას დაახლოებით თვენახევარი გაუცდება.

"ბორჯღალოსნებმა" 6 ნოემბერს მორიგი ვარჯიში გამართეს. ჰეიგის გუნდს პირველი ტესტ-მატჩი 9 ნოემბერს კანადის ნაკრებთან მოუწევს, რომელსაც "დინამო არენაზე" ეთამაშება.

16 ნოემბერს
საქართველოს და აშშ-ის ნაკრების მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე ჩატარდება, 23 ნოემბერს კი "ბორჯღალოსნები" სამოას ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. კანადასთან და სამოასთან მატჩები 16:30 საათზე დაიწყება, ამერიკასთან კი - 14:00 საათზე.

სამივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 ნოემბრიდან დაიწყო. ყველა ტესტ-მატჩის ბილეთები "დინამო არენისა" და "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში გაიყიდება. საქართველოსა და აშშ-ის მატჩის ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება რუსთავის სარაგბო სტადიონზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე.

მატჩის დღეებში - 9, 16 და 23 ნოემბერს ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება მატჩის დაწყებამდე. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ფასდაკლებით შეეძლება ინტერნეტ-პორტალ http://www.hotsale.ge/-ის მეშვეობით. ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთები 1 და 3 ლარი ეღირება. გამონაკლისია საქართველოსა და აშშ-ის მატჩი, რომელიც 3000 მაყურებელზე გათვლილ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი კი 3 ლარია.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი ("რასინგ მეტრო", საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე", საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე ("ბანიერი", საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი ("არმია", თბილისი), რევაზ ბელქანია ("ლელო", თბილისი), დავით ქუბრიაშვილი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი);

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე ("ტარბი", საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი);

მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი ("ლიონი", საფრანგეთი), მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია);

9-10: გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", ბოლნისი), ვაჟა ხუციშვილი ("ხარები", რუსთავი"), მერაბ კვირიკაშვილი ("ვიენი", საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე ("ბანიერი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი);

უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე ("ბურგ-ან-ბრესი", საფრანგეთი), დავით კაჭარავა ("ენისეი", რუსეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი", თბილისი, კაპ.), თამაზ მჭედლიძე ("ბურგ-ან-ბრესი", საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი", თბილისი).

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული