"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
23 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სამოას ნაკრებთან გამართა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით ქომაგს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა სახელოვანი მეტოქე, რომელსაც მატჩის არბიტრი აშკარად სწყალობდა, მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს - 16:15 და მსოფლიო რაგბის სამყაროში მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს.

მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შემავალი გუნდის ძლევა ქართული რაგბის სიძლიერეზე მიუთითებს და რაგბის საერთაშორისო საბჭო ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებს.

"მიხეილ მესხზე" ჰიმნების დასრულების შემდეგ, სამოელმა მორაგბეებმა თავიანთი ტრადიციული საბრძოლო რიტუალი "სივა
ტაუ" წარმოადგინეს, რამაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი გაახალისა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დებიუტი ქართველო მორაგბეების როგორც სათამაშო, ისე ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მართალია, ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებს შეხვედრის მესამე წუთზევე მიეცათ, თუმცა ტუსიატა პისიმ ლამის მოედნის ცენტრიდან საჯარიმო დარტყმით ვერ იხეირა.

სამაგიეროდ, მერაბ კვირიკვაშვილს არ უმტყუნა მიზანმა, რომელმაც მეხუთე წუთზე ზუსტი საჯარიმოთი "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:0.

პირველი ათი წუთის შემდეგ უკვე სტუმრები გააქტიურდნენ. შეხვედრის 13-ე წუთზე კი სამოელებმა ხაზი გაგვიჭრეს და ალაპაატი ლეიუამ ლელოც დაგვიდო. გარდასახვა პისიმ არაზუსტად დაარტყა - 3:5.

მე-19 წუთზე "მეკომ" საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გაიყვანა. საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა უნაკლოდ დაარტყა - 6:5.

მატჩის 27-ე წუთზე სამოელებმა მეორე ლელო დაგვიდეს - მოლის შემდეგ ჯეკ ლემმა ცრუმოძრაობით ოთხი ქართველი მორაგბე იოლად მოიშორა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაგვიდო. პისიმ კი გარდასხვა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 6:12.

ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ წამატებულ მეორე წუთზე კვირიკაშვილს მიეცა ანგარიშის შემცირების შანსი, თუმცა, დაახლოებით 45 მეტრიდან მისი დარტყმული საჯარიმო უშედეგო აღმოჩნდა.

მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებისთვის" კარგად დაიწყო. 42-ე წუთზე შერკინებიდან მარჯვენა ფრთაზე შევუტიეთ, რასაც შემდეგ მიძალება და გიორგი ბეგაძისა და ლევან ხმალაძის კარგი იერიში მოჰყვა, რაც საბოლოოდ მერაბ შარიქაძემ ლელოს დადებით დაასრულა. კვირკაშვილმა გარდასახა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გავიდა - 13:12.

სხვაობის გაზრდა კვირიკაშვილს მალევე შეეძლო, მაგრამ არცთუ ურიგო პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა.

ამის შემდეგ კი ორივე გუნდს ჰქონდა ლელოს დადების შანსი, თუმცა ანგარიში 70-ე წუთამდე არ შეცვლილა. ამ ეპიზოდში კი მსაჯის საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით, სამოელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს და ანგარიშში კვლავ წინ გავიდნენ - 13:15.

აქედან სამ წუთში კი თედო ზიბზიბაძისა და მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაშს მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება მოჰყვა. ძალიან ახლოს ვიყავით ლელოს დადებასთან, მაგრამ... მომდევნო შეტევისას, მართალია, მეტოქის ჩათვლის მოედანშიც შევაღწიეთ, თუმცა მსაჯმა ბურთის დადება არ დააფიქსირა. სამაგიეროდ, გამოვრჩით ჯარიმას, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და მსაჯის მიერ დამტებულ მეორე წუთზე საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გავიდა - 16:15.

ამის შემდეგ კი არბიტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა სამოას ნაკრებს თამაში გადაერჩინა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" დრამატული ათწუთიანი მონაკვეთი მაინც გაძლეს და მატჩი უაღრესად მნიშვნელოვან გამარჯვებამდე მიიყვანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამით საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტები დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში "ბორჯღალოსნებმა" კანადის ნაკრებს მოუგეს (19:15), მეორე შეხვედრაში კი აშშ-ისთან დამარცხდნენ (23:25).

ასევე იხილეთ:
საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
გულშემატკივარის გარდა ვისმეს აინტერესებს რაგბი?ამხელა წარმატებას რომ გუნდი აღწევს და არც ტელევიზიით საინფორმაციოსჰ და არც პრესით არანაირი ყურადღება გაგონილა?!ან ეს ჯურნალისტები რას მიკეთებენ,ან პირველი არხის გადაცემა არენა ვის იწვწვს რა სტუმრები ჰყავთ...შეგვჭამეს ამ ფეხბურთით..
bebe
14:51 25-11-2013
0
იმედია ორშაბათს ელოდებოდით და იმიტო არ წერთ არაფერს, თორე მართლა არ მესმის რა ხდება. ესეც ეროვნული სპორტის სახეობაა და ეროვნულმა გუნდმა მოიგო. ფეხბურთელებს იტალიისთვის, რომ მოეგოთ ყოველ წელს აღნიშნავდით ამ დღეს და მთლიან თამაშს გვაყურეებინებდით ყველა არხზე ყოველი წლის თავზე. ამერიკამ და მსაჯმა, რომ მოგვიგო წინა კვირას კი ააჭრელეთ ყველაფერი. არამგონია რაღაც მაურინიოს აზრები უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქართველი გულშემატკივრისთვის ვიდრე ეს უმნიშვნელოვანესი დღე ქართული რაგბის ისტორიაში.
ჩვენს ბიჭებზე არაფერს არ ვამბობ მაგ ხალხს ვერ შეაქებ ისე რისი ღირსებიც არიან. სტადიონზე გულს და სულს დებენ და ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად.
levani
09:49 25-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული