ანტონ ფეიქრიშვილი შესაძლოა "მეტრო რასინგში" გადავიდეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება, თუმცა ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდები უკვე მომდევნო სეზონისთვის თადარიგს წინდაწინ იჭერენ.

უკვე ვწერდით, რომ შესაძლოა ფრანგული გრანდი "ტულონი" დატოვოს და ინგლისში გადაბარგდეს პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა. მას ორი ვარიანტი აქვს, "გლოსტერი" ან "ვორსტერი".

ასევე სავარაუდოა, რომ საფრანგეთის ჩემპიონის, "კასტრის" რიგებს დატოვებს შერკინების კიდევ ერთი ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. მის მომავალ გუნდად პარიზული "მეტრო რასინგი" სახელდება, სადაც საქართველოს ნაკრების მორკინალი დავით ხინჩაგიშვილი თამაშობს.

საკმაოდ ცუდი ინფ
ორმაცია გავრცელდა მეორე დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორ გუნდთან დაკავშირებით.

საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის საფინანსო კომიტეტმა ბიუჯეტში დარღვევები აღმოუჩინა ბექა შეყლაშვილის "ბეზიეს" და კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის".

საფინანსო კომიტეტმა ორივე მათგანი დასაჯა. "ალბის" 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა და სატურნირო ცხრილში ოთხი ქულა დააკლო.

"ბეზიეს" კი გადასახდელი 30 ათასი ევრო ექნება და ორი ქულა დააკლდება. ეს გარემოება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ გუნდებს ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებს.

ისინი სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფებიან და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ "ალბის" შემადგენლობაში სამ ტურზე მეტია ქართველი მორაგბეები განაცხადში ვერ ხვდებიან. გამორიცხული არ არის, ეს გუნდში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული