"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში წლის ბოლო ტესტისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მომავალ უქმეებზე იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა.

"ბორჯღალოსნების" წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ მგეზავ ლაშა ხმალაძეს, გარემარბ ირაკლი მაჩხანელს, მესამეხაზელებს - ვიქტორ კოლელიშვილს და დიმიტრი ბასილაიას. გუნდს დაუბრუნდა ფულბეკი ბექა წიკლაური, რომელიც ირლანდიაში "ბორჯღალოსნებს" ოჯახური პრობლემების გამო დააკლდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მორაგბეები, ძირითადად, შეტევის კომბინაციებზე ავარჯიშა. დამცველი და შემტევი გუნდის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. ამდენად, იაპონიის ნაკრებთან მატჩის ძირითადი შემადგენლობის დადგენა შეუძლებელი იყო.

ამასობაში, იაპონიის ნაკრები "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ემზადებოდა.
სტადიონის ძალოსნობის დარბაზს ჯერ მორკინალებმა მიაშურეს, უკანახაზელები კი ერთი საათის შემდეგ გამოჩნდნენ. მერე მორკინალებმა მოედანზე გადაინაცვლეს და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მეორეხაზელის, სტივენ ბორტვიკის ხელმძღვანელობით, შერკინებაში თამაშზე ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირება 23 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. მატჩის ბილეთები, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს, მესხის სტადიონის სალაროებში იყიდება ყოველდღიურად, 11 საათიდან 19 საათამდე.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ლიონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), სანდრო თოდუა (ლელო), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: მურაზ გიორგაძე (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#15: გიორგი აფციაური (აია), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

იაპონია
შერკინება: მასატაკა მიკამი, ტაკეში კიზუ, კენსუკე ჰაკატეიამა, შოძი იტო, შინია მაკაბე, ჰენდრიკ ტუი, მაიკლ ლიტჩი, ამანაკი მაფი, ჰარუმიში ტატეკავა, ჰიტოში ონო, ჰაიდენ ჰოპკუდი, კეიტა ინაქაკი.
უკანა ხაზი: ჰიროკი იუჰარა, ჰიროში იამასიტა, ტოშიაკი ჰიროსი, აცუში ჰივასა, კოზი ონო, აკიჰიტო იამადა, მალე საუ, კოტარო მაცუშიმა, კერნი ესკესი, აიუმუ გორომარუ.

ნოემბრის ტესტები

22 ნოემბერი
ფიჯი-აშშ, რუმინეთი-კანადა, იტალია-სამხრეთი აფრიკა, შოტლანდია-ტონგა, ირლანდია-ავსტრალია, უელსი-ახალი ზელანდია, ინგლისი-სამოა, საფრანგეთი-არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წინ მხოლოდ გამარჯვებისკენ!
Beka
18:40 20-11-2014
0
მიდით ბიჭებო...რევანშის დროა!!!
ჯავახელი
15:10 20-11-2014
0

სიახლეები პოპულარული