"ბორჯღალოსნებს" საფრანგეთში დიმიტრი ბასილაია და კარლენ ასეიშვილი დაემატნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "რაგბის ევროპის ჩემპიონატის" პირველ ტურში მომავალ უქმეებზე გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე ორშაბათს შეიკრიბნენ და მომავალი მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

უკვე ვწერდით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში დაშავდა მამუკა გორგოძე (ტულონი) და ნაკრებს, სულ ცოტა, ორ მატჩში ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა დიმიტრი ბასილაიას (პერპინიანი) უხმო.

მატებაა პირველ ხაზშიც: მწვრთნელთა საბჭომ გადაწყვიტა, საქმეში "ბრივის" შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი ნახოს, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში შესანიშნავად ასპარეზობს.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთიდან გერმანიაში 5 თებერვალს
გაემგზავრებიან, 7 თებერვალს კი მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტან მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

რაგბის ევროპის ჩემპიონატი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული