გერმანია VS საქართველო - რაგბიში გვნახეთ ვინა ვართ!

AutoSharing Option
7 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრას სტუმრად გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეხვედრა, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰოიზენშტამში გაიმართება, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მისთვის თვალის მიდევნება ინტერნეტით, ლაივ-სტრიმით შეეძლებათ (იხილეთ ბმული).

მომავალი შეხვედრისთვის ჩვენმა მორაგბეებმა საწვრთნელი შეკრება საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე გაიარეს.

ცნობილია, რომ "ბორჯღალოსნებს" ამ მატჩში შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში ორივე დებიუტანტი დააყენა - ბოლნისის "ყოჩების" გარემარბი ალექსანდრე ხუციშვილი და თბილისის "არმაზის" ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.

ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძე დადგება. კლუბში კვაჭად მრავალგზის გამოცდილ ზურაბ ჟვანიას ნაკრებში ამ პოზიციაზე პირველად ვიხილავთ. გამოჯანმრთელდნენ და გუნდს დაუბრუნდნენ დავით ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.

საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ყოფილ ერთა თასის გათამაშებაში გერმანიის ნაკრებმა 2009-10 წლებში ითამაშა, მაშინ "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში სტუმრად, ჰაიდელბერგში 38:5 მოიგეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მეტოქეს 77:3 სძლიეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გერმანელები: საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ჭირს ამ პირველ არხს?ესეთი თამაში როგორ არუნდა ეჩვენებინა,სირცხვილიიიიიიი
0
თქვენ გაგიმარჯოთ ბიჭებო,მიხარია რომ ასეთი საამაყო ნაკრები გვყავს.
zas.
15:11 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული