საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში ორი დანაკლისია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 23 თებერვალს ბარსელონაში, რაგბის კლუბ "სანტბოიანას" ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც ესპანეთის ნაკრებთან მატჩისთვის განაგრძობენ მზადებას.

საქართველოს ნაკრები 28 თებერვალს სტუმრად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, მადრიდში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გასულ კვირას გამოცხადებულ რაზმში ორი ცვლილებაა. უქმეებზე, საფრანგეთის ჩემპონატის მე-18 ტურის მატჩში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" "რასინგ მეტროს" ესტუმრა.

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ფეხის კუნთი დაიზიანა და, შესაბამისად, ესპანეთთან გუნდს ვერ დაეხმარება. მადრიდში ვერ ითამაშებს ლაშა მალაღურაძეც, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებთან მიღებული მხრის ტრავმა გაუმიზეზდა.

გუნდის შემადგენლობა დაასახელა ესპანეთის ნაკრების თავკაცმაც. "ლომების"
რიგებში, წინა მატჩებთან შედარებით, ცვლილება არ არის და "ბორჯღალოსნებთან" საბრძოლველად მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი შაბათს, 28 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

ესპანეთის ნაკრები
ფრანკ ლაბე, ავგუსტინ ორტიზი, ხესუს მორენო, ფერნანდო ლოპესი, ბენატ ოზქუი, ხუან ანაია, დავიდ გონსალესი, ხესუს რეკუერდა, დავიდ ბარერა, ხავიერ დე ხუანი, გაუტიერ გიბუნი, ხაიმე ნავა, იგნასიო ვილანოვა, გილემ რუე, პაბლო ფეიხოო, დანიელ სნი, პაბლო ფონტესი, მარკოს პოჯი, მარტინ ერედია, ტიბო ვისენსანა, ხულენ გოია, ბრედლი ლინკატერი, სერხო ობანელი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +48 2 10
2. საქართველო 2 2 0 0 +61 1 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +5 1 5
4. რუსეთი 2 1 0 1 +1 1 5
5. პორტუგალია 2 0 0 2 -32 1 1
6. გერმანია 2 0 0 2 -80 0 0

28 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა, ეხლა ვის გამოიძახებს...
zura1504
12:29 24-02-2015
0
თამაში ესპანეთშია... პ.ს. რატომ უწევს ჩვენს ნაკრებს ასე ხშირად არასრული შემადგენლობით ასპარეზობა? რატომაა ყველაზე მეტი ტრავმა ქართველ წამყვან რაგბისტებში?..
ესპანეთი-საქართველო!
11:58 24-02-2015
0

სიახლეები პოპულარული