საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

14 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" VI ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 33:0 მოუგო.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 6:0 მოიგო - მერაბ კვირიკაშვილმა ორი ცდიდან ორივე ჯარიმა გამოიყენა, მაშინ, როცა რუსეთის ნაკრების სამივე საჯარიმო არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 12:0 გახადა.

პირველი ლელო 71-ე წუთზე ვიხილეთ. დავით კაჭარავამ შეტევის ბოლო ფაზაში ბრწყინვალედ ითამაშა და ლელო დადო, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:0.

83-ე წუთზე საქართველოს
ნაკრების მეორე ლელო ზურაბ ჟვანიამ დადო, კვირიკაშვილმა კვლავ გარდასახა - 26:0.

მატჩის ბოლოს მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევით კარლენ ასეიშვილს ლელო გაატანინა, რომელიც თავადვე გარდასახა, საბოლოოდ - 33:0.

ამრიგად, "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს და კვლავ ლიდერობენ "რაბი ევროპის ჩემპიონატის" სატურნირო ცხრილს. IV ტურში რუმინელებმა სტუმრად გერმანიას მოუგეს - 17:12, სტუმრად მოიგო ესპანეთის ნაკრებმაც, რომელმაც პორტუგალიაში მასპინძელთა გუნდთან ანგარიშით 19:8 იმარჯვა.

ახლა გადამწყვეტი მატჩი რუმინეთში გველის - 21 მარტს, ბუქარესტში, მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ei provokatorebooo-ს:საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა- სად დაინახე პროვოკაცია??? მორაგბეთა ნაკრებმაო წერია და გასაგებია რომ მორაგბეები მორაგბეებს დაამარცხებდნენ...
გულშემატკივარი
16 მარტი 2015 00:12
0
ეეეეეეეეეეე...ადმინ რატომ არ აქვეყნებ კომენტარტერბს???
1
15 მარტი 2015 22:30
0
33-ჯერ ვუყურე...
1
15 მარტი 2015 22:28
0
ei provokatorebooo საქართველო ვინ დაამარცხა?
Aragvelebi
15 მარტი 2015 18:22
0
მადლობა ჯიგრებო.
metreveli giorgi
15 მარტი 2015 14:09
0
მადლობა ჯიგრებო.
lashagiorgi
15 მარტი 2015 14:07
0
გილოცავთ ჯიგრებო.
lashagiorgi
15 მარტი 2015 14:06
0
ღმერთმა დაგლოცოთ დათვის ბელებო,რომ დაამარცხეთ .... ხროვა-რუსეთი!!!
datiko48
15 მარტი 2015 00:03
0
ei provokatorebooo-ს შენ რატო გეწვის ბიჭო??
777
14 მარტი 2015 22:03
0
საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები და არა რუსეთი, საქართველო რუსეთს ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, ნუ აღვივებთ შუღლს!!! თქვე ლაპუსტაკებო!!! რუსეთს აგინებთ და თურქებს ტ..კს აძლევთ!? ვაითქვენს პატრონს!!!!!!!!
ei provokatorebooo
14 მარტი 2015 20:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული