"ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მაინც მადლობა, ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას"

AutoSharing Option
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინ და კაპიტანმა ანდრეი ტემნოვმა საქართველოსთან (0:33) "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მე-4 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

ალექსანდრ პერვუხინი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ლელომდე, თითქმის 70 წუთი გავძელით. მთელი ეს პერიოდი თანაბარი თამაში მიდიოდა და ინტრიგაც შენარჩუნებული იყო.

ვფიქრობ, მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა. თქვენი დამრტყმელი ყოჩაღი ბიჭია, ჩვენ კი, პირველ ტაიმში 9 ქულა ვერ ავიღეთ და მატჩის მსვლელობაზე ამანაც იმოქმედა.

პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა და ის რომ გამოგვეყენებინა...
თუ არ ჩავთვლით დასკვნით 10-15 წუთს, დაცვაში კარგად ვითამაშეთ. შერკინებაზე ილუზიაც არ გვქონდა, მაგრამ დავთმეთ დერეფანი, რაც მოულოდნელი იყო. ზედიზედ ორი მოთამაშის გაძევებამ გაგვტეხა, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თქვენ კი, გამარჯვებას გილოცავთ.

ჩვენი ფედერაცია უპირატესობას 7-კაცა ნაკრებს ანიჭებს და რადგან 2015 წელი ოლიმპიადის შესარჩევი წელიწადია, 7 მორაგბის დათმობა მოგვიხდა. 11-ის წაყვანა უნდოდათ, მაგრამ 4-ზე მათი დაყოლიება შევძელით.

მერწმუნეთ, წინაა თამაში, როდესაც ყველა საჭირო მორაგბე გვეყოლება. მადლობა ქართველ გულშემატკივარს მთელი გუნდის სახელით. ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მაინც მადლობა და თხოვნაა, რომ ნუ ავურევთ სპორტს და პოლიტიკას".

ანდრეი ტემნოვი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): "სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. მერე რა, რომ გულშემატკივარი ჩვენ კი არა საქართველოს ქომაგობდა - ჩვენთვის სავსე ტრიბუნის წინაშე თამაში სასიამოვნო იყო. ძალიან ძნელია დაცვაში 70 წუთი თამაში. ვცდილობდით და გამოგვდიოდა, მაგრამ ორმა გაძევებამ ბოლო მოგვიღო".

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: თუ რუმინეთთან ამდენ დერეფანს გავაფუჭებთ, გაგვიჭირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
Gineba ki unda aitano dzmao daabrunet rats okupirebuli gaqvt da vin oxeri.
Gala
19:13 15-03-2015
0
გინება არ არის ღირსეული საქციელი. მოგებაც ღირსეულად უნდა ვიცოდეთ და წაგებაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობების გამოსწორებაც ღირსებით უნდა შევძლოთ და არა გინებით.
არჩილ
19:44 15-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული