რუსეთის მორაგბეთა ნაკრები: ვიცით, სად ვართ და ვის ვეთამაშებით!

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა დღეს, 11 მარტს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

"ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით. "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლი შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და თანაც, რეალური.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება ორივე გუნდის მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ხვალ
ყველანი სარაგბო ზეიმს ველით.

სუსტი მხარეები ყველა გუნდს აქვს და გამონაკლისი არც საქართველოა. თამაშს იგებს ის, ვინც მეტოქის სუსტ მხარეებსა და შეცდომებს უკეთ იყენებს.

პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი ვასილი არტიომოვი დაესწრო.

"ბოლო სამი თამაში ცუდად ჩავატარეთ და მივხვდით, რომ ჩვენს დასახულ მიზნამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

ვიცით, სად ვართ და ვის ვეთამაშებით. საქართველოსთან დაპირისპირება ყოველი წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია. მატჩს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრება და ესაა ჩვენი მოტივაცია.

ცხადია, ფავორიტი მასპინძელი ქვეყანაა, ზედმეტი წნეხი არ გვექნება და იმედია, შევძლებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას", - თქვა კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იური კუშნარიოვია თუ არ ვცდები რუსების კაპიტანი
xvistani
12:15 12-03-2017
0
კაპიტნის გვარი რა საჭიროა არა? ვის აინტერესებს ხო? :))))
zura
21:09 11-03-2017
0

სიახლეები პოპულარული