"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთში ელიტდივიზიონში სათამაშოდ გაემგზავრნენ

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონის გათამაშებაში იასპარეზებს. ტურნირს 26 მარტიდან 5 აპრილამდე ტულუზა უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენი გუნდი 18 და 21 მარტს, ტოპ 14-ის კლუბ "კლერმონის" აკადემიის თანატოლთა და ესპუართა გუნდებთან სპარინგ-მატჩებს ჩაატარებს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონს, მასში 8 ნაკრები ასპარეზობს (6 ერი + 2 რაგბი ევროპა), პირველ შეხვედრას კი ქართველი 18-წლამდელები 27 მარტს, ირლანდიის ნაკრებთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2012 და 2013 წლებში ზედიზედ, იტალიის თანატოლთა ნაკრების
დამარცხებით მე-6 ადგილი და შესაბამისად, ტურნირზე შესარჩევის გარეშე მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს. შარშანდელ გათამაშებაში კი, იტალიელებმა გვაჯობეს და მე-7 ადგილი დავიკავეთ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები:
უკანა ხაზი
ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი)
მირიან მოდებაძე (აია)
გელა ელოშვილი (ლოკომოტივი)
დავით მესხი (არმია)
ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)
საბა სვიმონიშვილი (ბოლნისის ყოჩები)
გიორგი გოგოლაძე (არმია)
გიორგი კვესელაძე (იუნკერები)
სანდრო სვანიძე (არმაზი)
გელა აფრასიძე (იუნკერები)
დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)
ელგუჯა კიკვაძე (აია).

შერკინება
გურამ პაპიძე (ბოლნისის ყოჩები)
უშანგ ჭეიშვილი (აია)
გიორგი ელისაშვილი (იუნკერები)
ზაალ ცქიფურიშვილი (აია)
ლევან ჭავჭავაძე (არმია)
ლაშა ტაბიძე (არმაზი)
ჯემალ შათირიშვილი (ლოკომოტივი)
ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი)
გიორგი ფრიდონაშვილი (არმაზი)
სანდრო მამამთავრიშვილი (იუნკერები)
ერეკლე მაჭარაშვილი (ხარები)
ილია სპანდერაშვილი (არმია)
შოთა არეშიძე (აია)
თორნიკე აქუბარდია (ხარები).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული