ირლანდიელი მორაგბეები: გვინდა, ჩვენი თანადგომა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს

AutoSharing Option
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარ ტრაგედიას irishtimes.com ეხმიანება. მოგეხსენებათ, ჩვენს დედაქალაქში თბილისის თასი იმართება რაგბიში, სადაც მზარდი ირლანდიის ნაკრებიც მონაწილეობს. სწორედ ამ გუნდის მენეჯერ ჯოი მაილსს შეეხმიანა ირლანდიური გაზეთი.

"თავად არ გავმხდარვართ სტიქიის მოწმეები, თუმცა მაშინვე გავიგეთ, რაც ხდებოდა ქალაქში. იმ დროს ავჭალის სტადიონიდან სასტუმროში ვბრუნდებოდით.

გვსურს, დიდი თანადგომა და სამძიმარი გამოვუცხადოთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენს პატივისცემას კი სიმბოლურად გამოვხატავთ - ურუგვაის ნაკრებთან მატჩში შავი ლენტებით გავალთ და შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. მხოლოდ ეს არის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია", - განაცხადა
მაილსმა.

მზარდი ირლანდიის კაპიტანი რის რადოკი: "დილით საოცარი სანახაობის მომსწრენი გავხდით, სულ რამდენიმე საათის დასრულებული იყო სტიქია, როცა ხალხი იკრიბებოდა დასახმარებლად. სტადიონზე სავარჯიშოდ მივდიოდით და ვხედავდით მოსახლეობა ერთ მუშტად შეკრული მიდიოდა დასახმარებლად, ქალაქის გასაწმენდად. ნამდვილად ვერ ვიჯერებთ, რასაც ვხედავთ, შოკირებულები ვართ".

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირში საქართველოს და ურუგვაის ნაკრებები. ასევე მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის გუნდები თამაშობენ.

დღეს, 19 საათზე საქართველოს ნაკრები მზარდ იტალიას ეთამაშება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული