კვართზე გამოსახულია "ბორჯღალი", "მსოფლიოს თასის ლოგო" და მწარმოებლის ნიშანი, ხოლო ძველი ქართული მხედრული ლეგენდის თანახმად, ზურგზე ამოქარგულია ვაზი.
ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული მაისურა საკმაოდ მჩატეა და მეტოქისთვის მასზე ჩაჭიდება რთულია. გარდა ამისა, კვართზე დამატებულია სარაგბო სამყაროში უკვე ფართოდ გავრცელებული ფუნქციონალური, ჟელესებრი პანელები, რომლებიც ბურთის შეჭიდებას უწყობს ხელს.
სათამაშო ფორმის საპრეზენტაციო ფოტოსესიაში "ბორჯღალოსნებმა": მამუკა გორგოძემ, ლაშა ხმალაძემ, დავით კაჭარავამ და ლაშა ლომიძემ
აქვე გაცნობებთ, რომ მსოფლიოს თასზე ტონგასთან (19 სექტემბერი) და არგენტინასთან (25 სექტემბერი) ჩვენი ნაკრები შავი კვართებით ითამაშებს, ხოლო ახალ ზელანდიას (2 ოქტომბერი) და ნამიბიას (7 ოქტომბერი) "ბორჯღალოსნები" წითელი კვართებით დაუპირისპირდებიან.
რაგბის კავშირის პრესსამსახური