ტონგა-საქართველოს სტატისტიკა: "ბორჯღალოსნები" ისტორიას წერენ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ტონგასთან გამარჯვებით ქართული რაგბის ისტორიაში შევიდნენ.


შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ ტონგა-საქართველოს საინტერესო სტატისტიკას.

* პირველად ქართული რაგბის ისტორიაში "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასის პირველივე მატჩი მოიგეს

* "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასებზე მესამე მატჩი მოიგო

* 18 წლის ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა

* მერაბ კვირიკაშვილმა 86-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, ამ მაჩვენებლით მან ირაკლი აბუსერიძეს (85) გადაუსწრო

* ტონგასთან შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" 213 ბოჭვა გააკეთეს, ტონგელებმა კი 48

* კვირიკაშვილის ორი
ზუსტი გარდასახვით "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასებზე 11 ლელო და შესაბამისად 11 გარდასახვა მიითვალეს

* ტონგა-საქართველოს მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ მოგებას აზრი მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლის თუ ჯგუფიდან ვერ გაცვშემთხვევაში ექნება. ჯგუფიდან თუ ვერ გავიდნენ, ტონგას დამარცხება რა ხეირია. აი, იაპონიის სამხრეთ აფრიკაზე გამარჯვება მართლაც მიღწევაა.
ისე, ვიღაც ქუთაისის ხელა ტონგას დამარცხება ამხელა აჟიოტაჟს არ უნდა იწვევდეს. რაგბისტებთან შედარებით კალათბურთეში ბევრად უკეთესი ნაკრები. ევროპის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ, მაგრამ რატომღაც არ აფასებენ.
გიო
16:40 20-09-2015
0
თუ იაპონიამ შეძლო სამხრეთ აფრიკის დამარცხება(რომელიც არგენტინაზე ძლიერია),ხოლო თვით იაპონია დაახლოებით ჩვენი დონისაა.იქნებ მოხდეს სასწაული და ჩვენც არგენტინას მოვუგოთ
mamulo
16:58 20-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული