მოთამაშეების სახელების ნაცვლად გრაფაში მათი მეტსახელები იყო მითითებული. მათ შორის: "ბინგო" (გიორგი ჩხაიძე) და "ჩაქუჩა" (ლევან დათუნაშვილი). ასევე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჰეიგი უკანა ხაზში რაღაც სასწაულს გვიმზადებს. ასე მაგალითად, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გარემარბად ითამაშებს "ვან დამი" (გიორგი აფციაური).
P.S. ქართულ რაგბიში მეტსახელებით მიმართვა ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მოთამაშეს თავისი თიკუნი აქვს. ხანდახან ისე ხდება, რომელიმე მორაგბის ნამდვილი სახელი და გვარიც კი გავიწყდება.