ხუთეულში მოხვდა "ბორჯღალოსანთა" მე-9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მსოფლიოს თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელსაც დებიუტი 18 წლისა და 340 დღის ასაკში ჰქონდა.
"ნიუკასლთან" და იაპონიასთან ამხანაგური მატჩების შემდეგ მილტონ ჰეიგმა გადაწყვიტა, ვასილ ლობჟანიძეს დაეწყო მატჩი ტონგასთან. ეს მან იმით ახსნა, რომ ბიჭი იმდენად კარგი იყო, რომ სკამზე ვერ დასვამდა.
ლობჟანიძემაც ბრწყინვალე თამაშით გაამართლა გლოსტერში. ლობჟანიძის კარგი თამაში დაეხმარა საქართველოს როგორც ოკეანელთა დამარცხებაში, ისე ქართველთა
"ის დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს სამშობლოდან ევროპის ერთ-ერთ კლუბში. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესოდ ითამაშა მსოფლიოს თასზე, რითაც პირველი დონის გუნდებთან მეტი თამაში და შესაძლოა, ექვს ერში ადგილიც დაიმსახურა. ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იაპონიაში შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეცხრე ნომერი გახდეს".
ლობჟანიძის გარდა, პოტენციურ ვარსკვლავებში დაასახელეს: სანტიაგო კორდერო (არგენტინა), მარო იტოჯე (ინგლისი), შონ მაკმაჰონი (ავსტრალია) და ოტერე ბლეკი (ახალი ზელანდია).