ამის შესახებ ინფორმაცია სრკ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო შოტლანდიას ეთამაშება. ნოემბრის ტესტ-სერიის ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს, სავარაუდოდ, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ბითი მარიფილდზე" შეხვდებიან.
შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა ოფიცერმა დომინიკ მაქეის განაცხადა:
"გვიხარია, რომ ნოემბერში ძალიან საინტერესო მატჩები გველის - ავსტრალიისა და არგენტინის წინააღმდეგ, ხოლო სერიის ბოლო ისტორიულ მატჩში შოტლანდიაში საქართველო გვესტუმრება.
საქართველომ 2015 წლის მსოფლიო თასზე
მეტი მატჩი პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ - ეს არის ქართული რაგბის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. 2013 წელს არგენტინისა და 2014-ში ირლანდიის შემდეგ შოტლანდია რიგით მესამე პირველი დონის გუნდია, რომელსაც მსოფლიო თასის გარეთ "ბორჯღალოსნები" ხვდებიან.
მილტონ ჰეიგი ძველ მეგობარს ერკინება - "ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა საქართველოს ნაკრებისთვის, ისეთ მეტოქეს ვეთამაშოთ, როგორიც შოტლანდიაა, განსაკუთრებით კი, ისეთ საოცარ სტადიონზე, როგორიც "მარიფილდია"! მადლობას ვუხდით შოტლანდიის რაგბის კავშირს 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე ჩვენი მასპინძლობისთვის, რადგან ასეთი მატჩები უპირატესად ხელს უწყობს ჩვენი რაგბის განვითარებას.
გარდა ამისა, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომიწევს ჩემი მეგობრის, ვერნ ქოთერის მეტოქეობა, ვისთან ერთადაც თავის დროზე სამწვრთნელო კარიერა დავიწყე".
ამრიგად, ნოემბრის ტესტების ბოლო მეტოქე ცნობილია, ხოლო, თუ ვინ და სად ეთამაშება "ბორჯღალოსნებს" 12 და 19 ნოემბერს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით