"სტეჟარი" უკაპიტნოდ დარჩა

AutoSharing Option
საქართევლოს ნაკრების მეტოქე 2011 წლის მსოფლიოს თასზე რუმინეთის ეროვნული გუნდი ერთა თასის გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. "სტეჟარი" პირველ შეხვედრას 5 თებერვალს სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.

რუმინელთა ფრანგმა თავკაცმა რობერტ ანტონენმა თავდაპირველად 31 მორაგბე შეარჩია, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმრებიან ვეტერანები, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ და ცხრა ნომერი ლუჩან სირბუ. "ლობუშებთან" ვერ ითამაშებს გუდის კაპიტანი სორინ სოკოლიც, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და დისკვალიფიცირებულია.

სხვადასხვა მიზეზების გამო სტეჟარის დააკლდებიან: ვალენტინ ურსაკე, ალექსანდრუ მანტა, დრაგოშ
დიმა და იონუც დიმოფტე.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ცეზარ პოპესკუ (მაკონი), ბოგდან ბალანი (ლიონი), მიჰაი ლაზარი (ექსი), სამუელ მარისი (ტიმიშოარა), კატალინ ბეკა (ბუქარესტი), ბოგდან ზებეგა (სტიაუა).
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), მარიან დრენკეანუ (ტიმიშოარა), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა (ტიმიშოარა), დანიელ კარპო (ფარული), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ იანუსი (სტიაუა), ვიორელ ლუკაკაი (სტიაუა).
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგუი (ბუქარესტი).
#10: დან დუმბრავა (სტიაუა), გაბრიელ კონაკე (ტიმიშოარა)
#12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), რობერტ დესკალუ (სტიაუა), კონსტანტინ გეარა (ფარული), იონელ კაზანი (სტიაუა).
#11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე).
#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი).






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული