ერთა თასს უკრაინით ვიწყებთ, რუსეთით დავამთავრებთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები შაბათს, 5 თებერვალს 2011 წლის ერთა თასის გათამაშების პირველ შეხვედრას უკრაინის ეროვნულ გუნდთან ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართავს. "ბორჯღალოსნები" გუშინ სრული შემადგენლობით სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდნენ და "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშეს.

რიჩი დიქსონის განკარგულებაში 24 მორაგბეა. ტრავმირებულები არიან და გუნდს ვერ დაეხმარებიან მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე (მონტობანი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი) და აქვსენტი გიორგაძე (კასტრი). "ბორჯღალოსანთა" რიგებში სხვადასხვა მიზეზების გამო არ არიან მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), გოდერძი შველიძე (მონპელიე) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

ერთა
თასის გათამაშებაში დებიუტი ექნება შერკინების ბურჯ ვასილ კაკოვინს (ბრივი), მეორეხაზელ ვახტანგ მაისურაძეს (სენ ნაზერი) და გარემარბ ბექა ურჯუკაშვილს (ფიჟაკი). დიქსონმა დავით ზირაქაშვილის (კლერმონი) დუბლიორად ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი) იხმო, აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად კი ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი\ყოჩები) გამოიძახა.

საკმაოდ სერიოზული პრობლემებია ჩვენი მეტოქის, უკრაინის ნაკრების ბანაკში. ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრ ოკისი ორიოდ თვის წინათ აირჩიეს და ახლახან, 27 იანვარს თანამდებობიდან გადადგა. უკრაინული რაგბის ხელმძღვანელობა ყოფილმა პრეზიდენტმა გეორგი ჯანგირიანმა და ხსენებულ ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ვლადისლავ ბულგაკოვმა და ვლადიმირ კლაპატიუკმა იკისრეს.

გადაწყდა, რომ რიგგარეშე ყრილობა 20 მარტს გაიმართოს, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მმართველმა ტრიომ საქართველოში გამოსამგზავრებლად ფული უკვე იშოვა და პირობას დებენ, რომ ერთა თასს ბოლომდე ჩაამთავრებენ.

უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კოჩანოვმა საწვრთნელ შეკრებაზე 33 მორაგბეს უხმო. მათ შორისაა წარმოშობით ქართველი ზურაბ კიკაჩეიშვილიც. უკრაინელთა გუნდის ძირითად ბირთვს კი ჩემპიონის, ხარკოვის "სპარტაკის" მორაგბეები შეადგენენ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი/ყოჩები).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი).
მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ბესო უდესიანი (მაკონი), ზივიად მაისურაძე (ლოკომოტივი).
#9: ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი გიორგაძე (ლავორი).
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია).

უკრაინის ნაკრები
ზურაბ კიკაჩეიშვილი, სერგეი იანჩიი, ვიტალი კრასნოდემსკი, მიკოლა ალექსანდრიუკი, ვიტალი ორლოვი (ყველა-კიევი), სერგეი მონასტირიოვი, დენის მასიუკოვი, ევგენი ჩაიკა, რუსლან რადჩუკი, პავლო მასიუკოვი, რომან კულაკივსკი, ოლექსეი ნოვოკრეშჩენოვი (ყველა-ოდესა), იგორ ლემკივსკი, ევგენი ზაპოლსკი, ოლექსანდრ დურნოვი, ბოგდან ვოლოშინი, ვლადისლავ გრაბოვსკი (ყველა-ლვოვი), ნაზარი ზოზულია (ხმელნიცკი), ოლექსანდრ გოლუბენკო, ოლეგ შევჩენკო (ორივე-ტირასპოლი), ივან ზალიზნიაკ, სერგეი გარკავი, დიმიტრო მანჟოსი, ოლექსანდრ ლომაკინი, მიკოლა კირსანოვი, მაქსიმ კრავჩენკო, ვიაჩესლავ კრასილნიკი, ოლექსანდრ ცაპენკო, სერგიი სუხიხი, ვიაჩესლავ პონომარენკო, სერგეი ცერკოვნი, ანდრეი გოლიშევი, ოლეგ კოსარევი (ყველა-ხარკოვი).



საკმაოდ საინტერსო ბრძოლაა მოსალოდნელი ლისაბონში, სადაც პორტუგალიის ნაკრები, მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პორტუგალიელები, რომელთა რიგებშიც მრავლად გამოჩნდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები, "სტეჟარის" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან.

"ლობუშებისგან" განსხვავებით საკადრო პრობლემები აქვს რუმინეთის ნაკრებს. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმრებიან ვეტერანები, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ და ცხრა ნომერი ლუჩან სირბუ. "ლობუშებთან" ვერ ითამაშებს გუდის კაპიტანი სორინ სოკოლიც, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და დისკვალიფიცირებულია.

სხვადასხვა მიზეზების გამო სტეჟარის დააკლდებიან: ვალენტინ ურსაკე, ალექსანდრუ მანტა, დრაგოშ დიმა და იონუც დიმოფტე.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ცეზარ პოპესკუ (მაკონი), ბოგდან ბალანი (ლიონი), მიჰაი ლაზარი (ექსი), სამუელ მარისი (ტიმიშოარა), კატალინ ბეკა (ბუქარესტი), ბოგდან ზებეგა (სტიაუა).
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), მარიან დრენკეანუ (ტიმიშოარა), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა (ტიმიშოარა), დანიელ კარპო (ფარული), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ იანუსი (სტიაუა), ვიორელ ლუკაკაი (სტიაუა).
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგუი (ბუქარესტი).
#10: დან დუმბრავა (სტიაუა), გაბრიელ კონაკე (ტიმიშოარა)
#12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), რობერტ დესკალუ (სტიაუა), კონსტანტინ გეარა (ფარული), იონელ კაზანი (სტიაუა).
#11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე).
#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

პორტუგალიის ნაკრები
პირველი ხაზი: ჟოაო ჟუნიორი (კდული), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), კრისტიან სპაშუკი (კოლომიე), ჟუან მურე (ელ სალვადორი), ენტონი ალვესი (მონტობანი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), ჟოაო კორეია, ნუნო ტაფული (დირეიტო), ლიონელ კამპერნე (პო), ბერნარდო დუარტე (აგრონომია).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (მონპელიე), ჟუან სევერინო (აგრონომია), ედუარდო აკოსტა, რუი დორეი (დირეიტო).
მესამე ხაზი: ჟუკიენ ბარდი (კლერმონი), ლორან ბალანგო (კოლომიე), ვასკო უვა (დირეიტო), ტიაგო გირაუ (კდული), ჟაკ ლე რუ (აგრონომია).
#9: ჟოზე პინტი (დირეიტო)
#10: ჯო გარდნერი (ობენა), ლედრო კაბრალი (კდული)
#12-13: პერდო სილვა (ბელენენსეში), ფრანსისკო მირა (აგრონომია), ფრანსისკო სერა (კოიმბრა), ფრედერიკო ოლივეირა, კარლ მურეი (ორივე-კდული).
#11-14: გონსალო ფორო, ბერნარდო სილვეირა (ორივე-კდული), ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ეშტევეში (დირეიტო).
#15: პედრო ლეალი, ანტონიო აგილარი (ორივე-დირეიტო).



უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი მადრიდშიც, სადაც ამბიცია მოძალებული ესპანეთის ეროვნული გუნდი რუსებს უმასპინძლებს. რუსთა ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საესპანეთოდ 24 კაცი შეარჩია. შემადგენლობაში ორი ქართული წარმოშობის მოთამაშეა, კარლო მაღლაკელიძე და ვალერი ცნობილაძე. ნერუშის გნდში მოხვდა მგეზავი კონსტანტინ რაჩკოვიც (სტად ფოსიენი, საფრანგეთი), რომელსაც ეროვნული ნაკრების კვართი 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მოურგია.

ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ერთა თასს გამოტოვებს ფრანგული "აჟენის" მეორეხაზელი კირილ კულემინი. ჯანმრთელია და ესპანეთში ითამაშებს კიდევ ერთი ლეგიონერი, ფრანგული "ორიაკის" მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი.

შეიკრიბა და მომავალი ბატალიებისთვის ემზადება ფრანგი მწვრთნელის, რეჯის სონეს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრები. ფრანგმა რუსეთისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის 31 მორაგბეს უხმო. ამთგან 14 ლეგიონერია, რომლებიც საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონების გუნდებში ასპარეზობენ. აღსანიშნავია, რომ 14 "ფრანგიდან" რვას ესპანეთის ნაკრებში არასდროს უთამაშია და, სვარაუდოდ, მათი დებიუტი ხუთ თებერვალს რუსეთის ნაკრებთან მატჩში შედგება.

რუსეთის ნაკრები
შერკინება: კარლო მაღლაკელიძე, ვალერი ცნობილაძე, ალექსანდრ ვოიტოვი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ვლადისლავ კორშუნოვი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოსტრიკოვი, ევგენი პრონენკო, ალექსეი ტრავკინი, არტიომ ფატახოვი, ალექსანდრ ხროკინი.
უკანა ხაზი: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი, კონსტანტინ რაჩკოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, ალექსეი მაკოვეცკი, იური კუშნარიოვი, ანდრეი კუზინი, იგორ კლუჩნიკოვი, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი, ვასილი არტემევი.

ესპანეთის ნაკრები:
მარტინ ერედია (კოსტა დელ სოლ), ალეხანდრო კრუსი, ლეანდრო არამბურუ (კახასოლი), იგნასიო გუტიერსი, ალეხანდრო გუტიერსი, ანიბალ ბონანი (ენტრპინარესი), ვიქტორ გომესი (მადრიდი), რაფაელ მატი (კისენეროსი), რამონ ნარვაესი (მახადაჰონდა), ხავიერ ასევედო (სანტაბოიანა), ხაიმე კუკი, როდრიგო მარტინესი, მარკოს პოჯი (ლა ვილა), ედუარდო რამირესი (ვალენსია), ფედერიკო ნეგრილო (ბიზკაია), მატიას ტუდელა, პედრო მარტინი (ორდიზია), ანდონი ხორახურია, ადრიენ აიესტარანაი (ბიარიცი), მარტინ ეტჩეპარე (დაქსი), სტეფან ლა პუასოტე, რემი დელგადო (ოლორონი), ბენატ ეტჩეპარე, მაქსიმ სამსონი (ტიროსი), დამიენ სანჩესი (სენ მედარი), სებასტიან პიფარდი (ლურდი), დავით გურგენიძე, სილვაინ ანტეკუერა (ორტეზი), მატიო ამორო (ბეზიე), სერხიო სევილია (კლერმონი), გაუტიერ გიბუინი (ბორდო).


ერთა თასი, I ტური.
საქართველო-უკრაინა, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული