"თიბისი ბანკი" სრკ-ისა და "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორი გახდა

AutoSharing Option
"თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირისა და მორაგბეთა ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც "თიბისი ბანკის"  ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრნენ.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "თიბისი ბანკი"  საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, "თიბისი ბანკი" ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორი VTB ბანკი იყო.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" წლევანდელი
ჩემპიონატისთვის უკვე "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მოემზადება. გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის,  სოციალური პროექტები და რაგბის ბრენდული მაღაზიის განახლება. 6 თებერვალს კი,  "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, "ბორჯღალოსნები" უკვე "თიბისი ბანკის" ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

საქართველოს რაგბის კავშირისა და "თიბისი ბანკის" თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ფოტოს ავტორი: რეზი ყენია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწონს
რეზო
18:07 03-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული